ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№30

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 06.08, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა:

❗ ამდაგვარი, იმდაგვარი, მაგდაგვარი და არა დამაგვარი

❗ არასრულწლოვნის, არასრულწლოვნით, არასრულწლოვნად და არა არასრულწლოვანის, არასრულწლოვანით, არასრულწლოვანად

❗ ზრდის და არა ღზრდის

❗ ბრჭყვიალებს და ბრჭვყინავს პარალელური ფორმებია

❗ გადავიდა საცხოვრებლად და არა გადაცხოვრდა

❗ განკურნება და განკურნვა პარალელური ფორმებია

❗ გულშემატკივარი და არა ბალეშიკი, ბალეიშჩიკი (ბარბარიზმია)

❗ დათვალე და დაითვალე პარალელური ფორმებია

❗ დათვრება და არა დაითვრება, დაითრობა (მაგრამ – დათრობა)

❗ დაიკრიფა (გულზე ხელები) და დაიკრიბა (გულზე ხელები) პარალელური ფორმებია (მაგრამ – დაიკრიფა ხილი)

❗ დაწვნა (საწყისი ფორმა) და არა დაწნა (მაგრამ – დაწნა მან თოკი)

❗ თვითონ აკეთებს და არა თავისით აკეთებს, მისით აკეთებს (კუთხურია) (მაგრამ – მისით ამაყობს)

❗ მიჰქარავს და არა მიქარავს

❗ სერტიფიკატი და არა სერციფიკატი, სერთიფიკატი

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები

❗ თილისმა, ავგაროზი, შანა და არა ამულეტი

❗ ბიფშტექსი და არა ბივშტექსი

❗ კონვოი (იგივე ბადრაგა) და არა კანვოი

❗ კონვეიერი და არა კონვეირი

❗ კონვოირი (პირი, რომელიც კონვოის, ანუ ბადრაგის შემადგენლობაშია) და არა კონვეირი, კონვიერი

❗ მეკობრე და არა პირატი

❗ სპარტელი და არა სპარტანელი

❗ სპარტული აღზრდა და არა სპარტანული აღზრდა

❗ ტექსასი და არა ტეხასი

❗ ურჩხული და არა მონსტრი

❗ ფოლკსვაგენი და არა ფოლცვაგენი

❗ შოპოჰოლიკი და არა შოპაგოლიკი, შოპოგოლიკი (რუსულის კალკია)

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი