ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№28

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 23.07, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა:

არქეტიპური და არა არქეტიპული.

ბაქტერიული და არა ბაქტერიალური.

დახრჩობა და არა დარჩობა (ძველი ფორმაა).

თრომბი და არა ტრომბი.

იტყობს და არა ტყობილობს (კუთხურია).

ლოგიკა და არა ლოღიკა (ძველი ფორმაა).

ლუნატიზმი და სომნამბულიზმი პარალელური ფორმებია.

მართკუთხედი და სწორკუთხედი პარალელური ფორმებია.

მარგლავს და არა მარგლის (საწყისი ფორმა – მარგვლა).

პოლარიზაციული და არა პოლარიზული.

რეკორდსმენი და არა რეკორდისტი, რეკორცმენი.

საბრუნავი და არა საბრუნველი, საბრუნელი.

საპყარი და არა საბყარი.

სარცხვინელი და არა სარცხვენელი.

სასირცხო, სასირცხვილო და არა სასირცხვო.

სურნელება, სურნელი და არა სუნნელება, სუნნელი (მაგრამ – სუნელი).

უდროო დროს და არა უდრო-უდროდ.

უპატიოსნობა და არა უპატიოსნება (მაგრამ – პატიოსნება).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ამის გათვლა შესაძლებელი იყო და არა ეს გათვლადი იყო.

ბენეფიციარი და არა ბენეფიციალი.

გარეგნობა, შესახედაობა და არა შეხედულება (მაგრამ – მე ჩემი შეხედულება მაქვს რაღაცაზე).

გვაქვს ტილოს სამოსის დიდი არჩევანი და არა დიდი არჩევანი გვაქვს ტილოს ნივთებზე.

დაგვრთო ნება და არა დაგვრთა ნება.

ევანგელისტური და არა ევანგელური.

ვადარებთ და არა ვადრით.

კერამიკა-გრანიტი და არა კერამოგრანიტი.

მოსახლეობას ნუ დააბნევს და არა მოსახლეობას ნუ შეიყვანს დაბნევაში.

მშობლის მიერ დანახული და არა მშობლის კუთხით დანახული.

ორასი ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და არა ორასი ათას მეტზე ეგზემპლარი გაიყიდა.

პასტელის ფერები და არა პასტელური ფერები.

ქინძს აქვს ნაზი ფოთოლი და არა ქინძს აქვს სლაბი ფოთოლი.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი