ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№27

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 16.07, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა:

 

ამოივლის, ამოივლიდა, ამოევლო და არა ამოიარს, ამოიარდა, ამოეარა.

ამტანი, ამტანობა და არა ამტანიანი, ამტანიანობა.

ახმარს და ახმარებს პარალელური ფორმებია.

გაკვამვლა (საწყისი ფორმა) და არა გაკვამლა (მაგრამ – გაკვამლა მან ის).

გამოატანა, გამოატანს, გამოუტანებია და არა გამოატნია, გამოატნევს, გამოუტნევია (კუთხურია).

გავსებული და არა გავსილი.

გართული და არა გართობილი.

გასაბერი და გასაბერავი პარალელური ფორმებია.

პაიჭი და პაჭიჭი პარალელური ფორმებია.

პაჭანიგები და პაჭანიკები პარალელური ფორმებია.

პრასი და პრასა პარალელური ფორმებია.

საიდან და არა სიდან (კუთხურია).

სათავო ოფისი და არა სათაო ოფისი.

სათოხნი და სათოხნელი პარალელური ფორმებია.

საინდუქციო და ინდუქციური პარალელური ფორმებია.

საკვნესი და არა საკვნესარი.

საკიდარი და არა საკიდური, საკიდელი.

საკითხავი და არა საკითხველი.

უფლებააყრილი და არა უფლებაახდილი.

უღრენს (ძაღლი კატას) და არა უღრინავს (ძაღლი კატას) (მაგრამ – გული უღრინავს და არა გული უღრენს).

უჩინრად და არა უჩინარად.

უშიშრობა, უშიშროება და არა უშიშობა.

უწეწავს, უწეწავდა და არა უწეწს, უწეწდა (საწყისი ფორმა – აწეწვა).

ფაეტონი და არა ფაიტონი.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აუხსნელი და არა აუხსნადი.

გადახდის საუკეთესო პირობები და არა საუკეთესო გადახდის პირობები.

გავედი ნახევარფინალში და არა გავედი ნახევარფინალზე.

გამოვიცანი, გამოიცანი და არა გამოვიცნე, გამოიცნე (მაგრამ – გამოიცნო).

ვასიამოვნო მსმენელს და არა ვასიამოვნო მსმენელი.

რითაც და არა რითიც.

ფუნდამენტური და არა ფუნდამენტალური (ქართული შესატყვისი – საფუძვლიანი).

ღამის ცვლა და არა ღამის სმენა (ბარბარიზმია).

შუა საუკუნეების საერისთავოები და არა შუა საუკუნეების საერისთაოები.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი