ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№26

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 09.07, 2021 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

ამ დილას და ამ დილით პარალელური ფორმებია.

ბრინჯაო და არა ბრონზა (ბარბარიზმია).

გავუსვამ, დავუსვამ, წავუსვამ, ჩავუსვამ და არა გავუსმევ, დავუსმევ, წავუსმევ, ჩავუსმევ.

დალხინებული და არა დალხენილი (მაგრამ – მოლხენილი და არა მოლხინებული).

დროულად მოდი და არა დროით მოდი.

ვაკუუმი და არა ვაკუმი.

ვინ მოვიდნენ და არა ვინები მოვიდნენ.

თითბერი და არა ლატუნი (ბარბარიზმია).

თუნუქი და არა ჟეშტი (ბარბარიზმია).

თუჯი და არა ჩუგუნი (ბარბარიზმია).

მუყაო და არა კარდონი (ბარბარიზმია).

რაები, რანი და არა რეები.

სადგური და არა ვოგზალი, ვაგზალი, ვოკზალი.

სწორი, სწორია და არა სწორე, სწორეა.

ფქვილი და არა ქფილი (კუთხურია).

ჩიტბატონას (ნათესაობითი ბრუნვა) და არა ჩიტბატონის (მაგრამ – ბატონის).

ჩვარი, ნაჭერი და არა მჩვარი, ჭინჭი (კუთხურია).

ჰეპარინი და არა გეპარინი (რუსულის კალკია).

ჰიმლერი, ჰიტლერი და არა გიმლერი, გიტლერი (რუსულის კალკია).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

ავიღეთ სინჯი და არა განვახორციელეთ სინჯის აღება.

ბორჩალოს რაიონი და არა ბორჩალის რაიონი.

გროსმაისტერი და არა გროსმეისტერი (ქართული შესატყვისია დიდოსტატი).

ეცადოს და არა იცდილოს, იცრდილოს.

ეროტიკული სცენები და არა ეროტიული სცენები (საწყისი ფორმა – ეროტიკა).

იმის მიუხედავად და არა იმისდა მიუხედავად.

კატალონიელები და არა კატალონელები (საწყისი ფორმა – კატალონია).

სხედან და არა ზიან.

„ფორმულის“ მიერ და არა „ფორმულას“ მიერ.

ქართული დრამატული საზოგადოება და არა ქართული დრამატიული საზოგადოება.

ფიცი მქონდა დადებული და არა ფიცის ქვეშ ვიმყოფებოდი.

შეხება და არა შემხებლობა.

ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და არა ჩვენ მოვახდენთ ჩვენს პოზიციონირებას.

წინადაცვეთა და არა წინდაცვეთა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი