ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№25

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 02.07, 2021 წელი

დონალდ ტრამპი
დაკოპირებულია

აბბა და ამბა პარალელური ფორმებია.

აღმოსავლეთ ევროპა (აღმოსავლეთ საქართველო) და არა აღმოსავლეთი ევროპა (აღმოსავლეთი საქართველო).

ეთიოპიელი და არა ეთიოპელი

(საწყისი ფორმა – ეთიოპია).

ნაძალადევი და არა ნახალოვკა (ბარბარიზმია).

სამსჯელოდ და არა სამსჯელოთ.

სამხრეთ ამერიკა და არა სამხრეთი ამერიკა.

ფასკუნჯი და არა ფაშკუნჯი.

შუშა და მინა პარალელური ფორმებია.

ჩრდილოეთ ამერიკა და არა ჩრდილოეთი ამერიკა.

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

არანაირი შინაარსი არ აქვს (არ გააჩნია) და არა ყველანაირ შინაარსს არის დაცლილი.

გამოიწვია ადგილის რელიეფმა და არა გამოწვეულია ადგილის რელიეფის გამო.

გამოგლეჯს და არა გამოგლიჯავს.

დავიწყე ამ სიმღერის შესრულება და არა დავიწყე ამ სიმღერის სიმღერა.

დიდი ქვებით ნაშენი და არა სქელი ქვისგან ნაშენი.

ვუსვამ კითხვას და არა ვუსმევ კითხვას.

თვალყურს ვადევნებდით (ყურადღებას ვაქცევდით) და არა თვალყურს ვაქცევდით.

ინფექციის გავრცელება და არა ინფექციის მასიურად გავრცელება.

პითონი და არა პიტონი.

პურით დაწყებული და ელარჯით დამთავრებული და არა პურიდან დაწყებული და ელარჯამდე დამთავრებული.

რანგებად დაყოფის სისტემა და არა რანგირების სისტემა.

სიყვარულის გამო და არა სიყვარულის გულიზა (კუთხურია).

ქველმოქმედებას სჩადის და არა ქველმოქმედებას აკეთებს.

ჰალსტუხი და არა გალსტუკი (რუსულის კალკია).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი