ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№23

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 18.06, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

შეამოწმეთ, რამდენად სწორად ლაპარაკობთ და წერთ ქართულად:

ავძვერი და არა ავძვრი (მაგრამ – ავძვრები).

ამირბარი და ამირბალი.

ამ და ამ დღეს და არა ამა და ამ დღეს.

აჰკიდებია, აჰკიდა და არა აკიდებია, აკიდა.

დაბნევა, დააბნია და არა დაპნევა, დააპნია.

ბღენძა და არა ბღინძვა, ბღენძვა.

გაებმება, გაებმებოდა, გაებმებოდეს და არა გაებმევა, გაებმეოდა, გაებმევოდა, გაებმეოდეს, გაებმევოდეს.

გალხობილი, გამლხვალი და გამდნარი პარალელული ფორმებია.

გარდაცვალებული და გარდაცვლილი პარალელური ფორმებია.

ვწვრთნი და არა ვწურთნი, ვწრთვნი, ვწრთნი

(საწყისი ფორმაა წვრთნა და არა წურთნა, წურთვნა).

ლოშნა და არა ტლოშნა.

ნამუსახდილი და ნამუსაყრილი პარალელური ფორმებია.

ნურასოდეს, ნურასდროს (არასოდეს, არასდროს) და არა ნურაოდეს, არაოდეს.

ოთხკუთხედი და არა ოთკუთხედი.

ორხელისუფლებიანობა და არა ორძალაუფლებიანობა.

რადიომაუწყებლობა და არა რადიოუწყება.

რად და არა რათ

(მაგრამ – რათა მიზანს მიაღწიოს).

რაფსოდია და არა რაპსოდია.

რასული და რასობრივი პარალელური ფორმებია.

რასობრიობა და არა რასიულობა.

რასობრივი და არა რასიული.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები

აღმოსავლელი და არა აღმოსავლეთელი.

აღმოსავლური და არა აღმოსავლეთური.

დასავლელი და არა დასავლეთელი.

ოქმი და არა პროტოკოლი.

პნევმატიკური და არა პნევმატური, პნევმატიური

(საწყისი ფორმა – პნევმატიკა).

სამხრეთელი და სამხრელი პარალელური ფორმებია.

ტყირპი და არა ტყლიპი, ტყლირპი.

უბედურება და არა უბედურობა.

შალითა და არა ჩიხოლი (ბარბარიზმია).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი