ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№20

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 28.05, 2021 წელი

დონალდ ტრამპი
დაკოპირებულია

აკორდეონი და არა აკარდეონი, აკარდიონი.

ადვილად დავითანხმე, ადვილად გავაკეთე და არა მარტივად დავითანხმე, მარტივად გავაკეთე

(მაგრამ – მარტივი ლოგიკა და არა ადვილი ლოგიკა).

გერბი და არა ღერბი.

ეფექტიანი (როცა იგულისხმება რაიმე მოქმედების შედეგი) და არა ეფექტური, მაგრამ – ეფექტური (როცა იგულისხმება შთაბეჭდილების მოხდენა) და არა ეფექტიანი.

„ვეფხისტყაოსანი“ და არა ვეფხვისტყაოსანი.

კუბური მეტრი და არა კუბიკური მეტრი.

მდოგვი და არა გარჩიცა, გარციცა (ბარბარიზმია).

მენისკი და არა მენინსკი.

საქაროზა და არა სახაროზა.

სუშიმ, სუშის და არა სუშმა, სუშს.

უამრავი მსმენელი და არა ფართო მსმენელი.

შეძლებულად ცხოვრობს და არა კარგი მაცხოვრებელია.

ღამე მშვიდობისა არის დამშვიდობების და არა მისალმების ფორმა (რადგან ღამე დღის დასასრულია).

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები

აკროსტიქი და არა აკროსტიხი, აკროლექსი.

ვაჟინი და არა სიროპი (რუსული კალკია, თუმცა უკვე დამკვიდრებული ფორმაა).

მანგუსტა და არა მანგუსტი.

მუხრუჭი და არა ტორმუზი (ბარბარიზმია).

სჭვალი (იგივე სამაგრი ხრახნი) და არა შურუპი.

ხუნდები და არა კალოდკები (ბარბარიზმია).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი სიტყვები და ფრაზები

აქვე უნდა აღვნიშნო და არა აქვე უნდა ავღნიშნო.

აღსაქმელი და არა ასაღქმელი.

გემო მომწონს და არა გემოზე მომწონს.

ეს არავისთვის არ არის სიახლე და არა ეს სიახლე არავისთვისაა.

თაიგული და არა ბუკეტი (ბარბარიზმია).

მართლაც სატირალია და არა მართლაც სატირელია.

ნაბიჯს დგამს და არა ნაბიჯს დგავს.

პირბადის აქტიურად გამოყენება და არა პირბადის ეფექტური გამოყენება.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი და არა ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა.

ცესკო და არა ცეესკო.

ხელმოწერისთვის მზაობა და არა ხელმოწერაზე მზაობა.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი