ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№19

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 21.05, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

გადაამოწმეთ, რამდენად სწორად წერთ და საუბრობთ ქართულად 👇

ავტორიზებული და არა ავტორიზირებული.

ბომბი და არა ბომბა.

გმადლობთ და არა მადლობთ.

ნიღაბი და არა მასკა (ბარბარიზმია).

ნიჩაბი და არა ლაფატკა (ბარბარიზმია).

სანტექნიკოსი და არა სანტექნიკი, სანტეხნიკი (რუსულის კალკია).

სახრახნისი და არა ატვიორტკა, ატვიორკა (ბარბარიზმია).

სერვისი (მომსახურება) და არა სერვიზი.

სოია, სოიის და არა სოიო, სოიოსი.

სოუსი და არა სოუზი.

სპეციფიკური და არა სპეციფიური

(საწყისი ფორმა – სპეციფიკა).

სუნელები და არა სპეციები (რუსულის კალკია).

ჯინსი და არა ჯინსები.

ჰაკერი და არა ხაკერი ( რუსულის კალკია).

ჰაუბიცა და არა გაუბიცა (რუსულის კალკია).

საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზე გაჟღერებული არასწორი ფრაზები

ადვილად (ან ძნელად) აიხსნება და არა ადვილად (ან ძნელად) ახსნადია.

ადვილად (ან ძნელად) მიიღწევა და არა ადვილად (ან ძნელად) მიღწევადია.

გადახდა შესაძლებელია და არა გადახდადია.

განმარტება შესაძლებელია და არა განმარტებადია.

კარგად იკითხება (ან – ბევრი კითხულობს) და არა კითხვადია, წაკითხვადია.

კარგად ისმევა (ან – ბევრი სვამს) და არა სმადია.

კარგად იყიდება და არა ყიდვადია, გაყიდვადია.

კარგად იჭმევა (ან – ბევრი ჭამს) და არა ჭამადია.

კეთება (გაკეთება) შესაძლებელია და არა კეთებადია, გაკეთებადია.

საინტერესო საყურებელია (ან – ბევრი უყურებს) და არა ყურებადია.

დაბოლოება შეიძლება, დაერთოს მხოლოდ იმ სახელზმნებს, რომლებიც ამ დაბოლოების წყალობით გამოხატავენ თავიანთ უნარს, შინაგან თვისებას. მაგალითად: ხსნადი ყავა – ყავა, რომელსაც აქვს უნარი (თვისება), გაიხსნას; მალფუჭებადი პროდუქტი – პროდუქტი, რომელსაც შეუძლია, მალე გაფუჭდეს; მრავალჯერადი მოხმარების საგანი – საგანი, რომელსაც აქვს თვისება, არ დაზიანდეს რამდენჯერმე მოხმარების, გამოყენების შემთხვევაში და ასე შემდეგ. ასეთი სახელზმნების რაოდენობა საკმაოდ მცირეა)..

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი