ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№48

ავტორი: „თბილისელები“ 14:51 30.11, 2020 წელი

დონალდ ტრამპი
დაკოპირებულია

აფთარი და არა გიენა.
აჯილდოებს და არა აჯილდოვებს,
(მაგრამ – დააჯილდოვა და არა დააჯილდოა).
ბაკქანალია და არა ვაკხანალია.
ბარონესას და არა ბარონესის.
ბატარეა და არა ბატარია, ბატარეია.
დათვრება და არა დაითრობა, დაითვრება.
დამდევს, დაგდევს და არა დამსდევს, დაგსდევს
(მაგრამ – დასდევს).
ეგზემა და არა ეკზემა.
ელექტრიფიკაცია და არა ელექტროფიკაცია.
ექინოკოკი და არა ეხინოკოკი.
ექოსკოპია და არა ეხოსკოპია.
ექსპერიმენტული და არა ექსპერიმენტალური.
ვაგზალი და არა ვოგზალი, ვოკზალი.
ვიზიტიორი და არა ვიზიტორი.
იბრძვის და არა ბრძოლობს.
გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად დამკვიდრებული არასწორი ფორმები
დაკონკრეტება, დაკონკრეტებული და არა კონკრეტიზირება (კონკრეტიზება), კონკრეტიზირებული (კონკრეტიზებული).
ესეი და არა ესსე.
ეძინა და არა სძინავდა, ძინავდა.
ზირა (სუნელი) და არა ძირა.
თავმდგომი და არა თავსმდგომი.
თავური (დარტყმა) და არა თაური (დარტყმა).
თაროედი და არა ეტაჟერი.
თრომბი და არა ტრომბი.
იპოდრომი და არა ჰიპოდრომი.
იურთი და არა იურტა, იურტი.
იყვნენ და არა იყონ.
იშიასი და არა იშიაზი.
კანცეროგენური და არა კანცეროგენული.
კდემამოსილი და არა კლდემამოსილი.
კვიპაროსი და არა კიპარისი (რუსულის კალკია).
ოქრომკედი და არა ოქრომკერდი.
P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.
რუბრიკას უძღვება
თამარ ზამთარაძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი