ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№16

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 30.04, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

გადაამოწმეთ, რამდენად სწორად წერთ და საუბრობთ ქართულად 👇

 

არაფერს და არა არასფერს.

აუგზნო და აღუგზნო პარალელური ფორმებია.

აწებს (პურს წვენში) და არა აწობს (პურს წვენში).

ბეფსტროგანოვი (კერძის დასახელება) და არა ბეფსტროგანი, ბივსტროგანი, ბევსტროგანი.

გაბზეკილი და არა გაბზიკული.

გადაქცევა და გადაღვრა პარალელური ფორმებია.

ეჭვი, ეჭვნეულობს, ეჭვობს და არა იჭვი, იჭვნეულობს, იჭვობს (ძველი ფორმაა).

ვერასდროს და ვერასოდეს პარალელური ფორმებია.

თავკომბალა და არა თავკოპალა.

ისინი და არა ისენი.

კონტინენტალობა და კონტინენტურობა პარალელური ფორმებია.

კონტრიერიში და არა კონტრატაკა (ბარბარიზმია).

მდგმური და არა დგმური.

მეცადინეობა და არა მაცადინობა, მაცადინეობა.

მეტრანპაჟი (წიგნის დამკაბადონებელი) და არა მეტრანპაჟე.

მკვნესარე და მკვნესარი პარალელური ფორმებია.

მკვახე და არა მკუხე.

მომღლელი, დამღლელი და არა მომღალავი, დამღალავი.

მოწოდებული და არა მოწვდილი

(მაგრამ – გამოწვდილი).

მოწამე, მოწმე (ძველი ფორმაა) და წამებული პარალელური ფორმებია.

სხივმფენი, სხივმფინარი, სხივმომფინარე და არა სხივმფენარი, სხივმფენარე.

უსასოო, უსასოობა და არა უსასო, უსასოება.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

კორპი, საცობი და არა პრობკა, პროპკა (ბარბარიზმია).

პორტმონე და არა პორტმანი.

პურიტანი და არა პურიტანელი.

ჟინჟღლავს და არა ჟინჟლავს

(საწყისი ფორმა – ჟინჟღლი და არა ჟინჟლი).

სამხედრო პირი და არა სამხედრო პიროვნება (ტელეჟურნალისტის გამოსვლიდან).

უსიამოვნო და არა უსიამო.

ფოტოპირი და არა ფოტოასლი.

ფშუტა, ფშუტი და არა ფშუტე.

შეისვამს (კაცს ცხენზე) და არა შეიჯენს (კაცს ცხენზე).

შეფუთნა (საწყისი ფორმა) და არა შეფუთვნა.

შეფუთნილი და არა შეფუთნული, შეფუთვნილი.

შეუფუთნია და არა შეუფუთნავს.

შტრაიკბრეხერი და არა შტრეიკბეხერი.

ჩააცმევს და არა ჩააცვამს

(საწყისი ფორმა – ჩაცმევა).

ჩაიცვამს და არა ჩაიცმევს

(საწყისი ფორმა – ჩაცმა).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი