ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№13

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 09.04, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

ასმევს და არა ალევინებს

(მაგრამ – დაალევინებს).

დაღლილი და არა დაღალული.

ეგრეთ წოდებული და არა ეგრედ წოდებული, ასე წოდებული.

ერქვა და არა ჰქვიოდა

(მაგრამ – ჰქვია).

თითქოს და არა თითქო.

თვალსაჩინოება და არა თვალსაჩინოობა.

თოხლო და არა თოლხო.

იპოვა, იპოვის და არა იპოვნა, იპოვნის.

კუტი და არა კუნტი.

მივწექით, მიწექით და არა მივწევით, მიწევით, მისწევით.

ნაქარი (ხილი) და არა ნაქარალი, ნაქარევი (ხილი).

პასკვილი და არა პასქვილი.

პილპილი და არა პიმპილი, პიმპილა.

პრივილეგიური და არა პრივილეგიიანი.

პროდუქტიული და არა პროდუქციული.

პროზაიკოსი და არა პროზაისტი.

პროვინციული და არა პროვინციალური.

ჭიკარტი და არა კნოპკა (ბარბარიზმია).

ჭყინტი და არ ჭყლინტი.

ხელსაქმე და არა ხელსაქნარი.

კამფეტი და კანფეტი პარალელური ფორმებია.

რენტგენი და არა რენდგენი

(რენტგენი არის გერმანელი ფიზიკოსის გვარი, რომელმაც აღმოაჩინა უხილავი ელექტრომაგნიტური სხივები).

ანეკდოტი და არა ანეგდოტი.

დავტოვებ და არა დავტოვ, დავტოვეფ.

ორცხობილა (ანუ ორჯერ გამომცხვარი ტკბილი ან არატკბილი ცომეული) და არა სუხარი (ბარბარიზმია).

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

აახელინა (თვალი) და არა აახილებინა (თვალი).

ავჟანდი და არა აბჟანდა.

ბოქაული და არა პრისტავი.

დავაძვრე და არა დავაძრე.

ეკვროდა და არა ეკროდა.

ვეხვეწები და არა ვეხვერწები.

მაჩაბლის და არა მაჩაბელის.

ნაჩხუბარი და არა ნაჩხუბი.

პენსიაზე გავიდა და არა პენსიაში გავიდა.

უბანავებია და არა უბანებია.

წერეთლის და არა წერეთელის

(მაგრამ – ხეთერელის და არა ხეთერლის;

ბარათელის და არა ბარათლის;

კვეზერელის და არა კვეზერლის;

ჩადუნელის და არა ჩადუნლის;

მეტრეველის და არა მეტრევლის).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი