ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№12

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 02.04, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

გადაამოწმეთ, რამდენად სწორად საუბრობთ ქართულად 👇

ბედის ანაბარა, ბედის ანაბარად და არა ბედის ინაბარა, ბედის ინაბარად.

ბევრჯერ და არა ბევრჯელ.

ბრჭყალი და არა ბჭყალი.

ბრჭყვიალა და არა ბჭყვიალა.

განსაკუთრებით და არა განსაკუთრებულად

(მაგრამ – განსაკუთრებული).

დაიტანჯონ და არა დაიტანჯნონ.

დაჭმუჭნილი და არა დაკუჭული.

დაჰყაბულდა და არა დაყაბულდა.

იღიმება და იღიმის პარალელური ფორმებია.

მოღიმარი, მოცინარი და არა მომღიმარი, მომცინარი; მომღიმარე, მომცინარე.

მომჩივანი, მოჩივარი და არა მომჩივარი, მომჩივარე.

ნამცხვარი და არა პეჩენია (ბარბარიზმია).

პომიდორი და არა პამიდორი.

რას მივხვდი და არა რა მივხვდი.

რომ არ წაერთმია და არა რომ არ წაერთვა

(მაგრამ – ხელ-ფეხი წაერთვა).

საზამთრო და არა ყარფუზი.

სახამებელი და არა კრახმალი (ბარბარიზმია).

სპორტული ტანსაცმლით დავდივარ და არა სპორტულ ტანსაცმელში დავდივარ.

ყაბალახი და არა კაბალახი.

შტეფან ცვაიგი და არა სტეფან ცვეიგი.

ხავერდი და არა ბარხატი (ბარბარიზმია).

ხავერდოვანი და არა ბარხატოვანი.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

აპოსტოლური და არა აპოსტოლარული.

ბედი ეწია და არა ბედი ეწვია.

გვერდით ვედექი, მაგრამ – თავზე ვადექი.

დაწვრილებით და არა ბუკვალურად.

ესთეტიკური და არა ესტეტიური

(საწყისი ფორმა – ესთეტიკა).

ვზივარ სუფრასთან და არა ვზვარ სუფრაზე.

თმა შევიჭერი (დავივარცხნე, შევიღებე) და არა თმები შევიჭერი (დავივარცხნე, შევიღებე).

თაღლითობა, აფერა და არა აფიორა (რუსულის კალკია).

ირონიას გამოვხატავ და არა ვირონიზირებ (პოლიტიკოსების გამოსვლებიდან).

მარმელადი და არა მარმალადი.

მთელი რიგი ღონისძიებებისა და არა მთელი რიგი ღონისძიებები.

მცემეს და არა გამლახეს (კუთხურია).

ორგანიზება გაუკეთდა და არა დაორგანიზდა (პოლიტიკოსების გამოსვლებიდან).

სარდიონი (ნახევრად ძვირფასი ქვაა) და არა სერდოლიკი, სერდოლიტი.

ქათინაური და არა კომპლიმენტი (საერთაშორისო სიტყვაა, მაგრამ უმჯობესია, ქართული შესატყვისი გამოვიყენოთ).

ოპერის ყველა მომღერალი და არა ყველა ოპერის მომღერალი.

ციტირებას ვახდენ და არა ვციტირებ (პოლიტიკოსების გამოსვლებიდან).

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი