ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№11

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 26.03, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

აზელინებს და არა აზელვინებს

(საწყისი ფორმაა ზელა).

აკაკი (თუ ადამიანის სახელია: აკაკიმ, აკაკის და არა აკაკმა, აკაკს, მაგრამ თუ აკაკი მცენარის დასახელებაა – აკაკმა, აკაკს და არა აკაკიმ, აკაკის.

ალაქავებს და არა ალაქიანებს.

ალეგრი (ლატარიის ბილეთი, რომლით მონაგებსაც გათამაშებისთანავე იძლევიან) და არა ალეგრა.

ბრალდებული და არა ბრალდადებული.

გაუტეხია და არა გაუტეხავს.

გაუძარცვავს და არა გაუძარცვია.

დააღალატებს და არა დააღალატიანებს.

ვეებერთელა და არა ვებერთელა.

თადარიგიანი და არა თავდარიგიანი.

კვლევითი ინსტიტუტი და არა საკვლევი ინსტიტუტი.

მადა და არა აპეტიტი (საერთაშორისო სიტყვაა, მაგრამ უმჯობესია, გამოვიყენოთ ქართული შესატყვისი).

მიმოწერა და მიწერ-მოწერა პარალელური ფორმებია.

პასქა და არა პასკა.

სამადლობელი და არა სამადლობელო.

უამბია და არა უაბმნია.

ურჯულო და არა უშჯულო.

წყალბურთელი და არა ვატერპოლისტი.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

ადვილად ისწავლი და არა მარტივად ისწავლი.

ბურახი და არა კვასი (ბარბარიზმია).

დაკიდებული (ჭერი) და არა შეკიდული (ჭერი).

ვორონცოვი და არა ვარანცოვი.

თაღი და არა არკა (რუსულის კალკია).

კატლეტი და არა კოტლეტი.

კაფსული და არა კაფსულა.

ლაიფციგი და არა ლეიფციგი, ლაიპციგი.

პერანგი და არა საროჩკა.

ოდეკოლონი და არა ადეკალონი.

რაინი (მდინარე) და არა რეინი.

ტრანსლაცია და არა ტრანსლიაცია.

შემცოდე, შემცოდველი და არა შემცოდავი.

შემძლებელი და არა შემძლები.

შემხედველი და არა შემხედვარე.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი