ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№10

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 19.03, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

გადაამოწმეთ, რამდენად სწორად საუბრობთ ქართულად 👇

ამოიიღლიავებს და არა ამოიღლიავებს.

ასწრებს და არა ასწრობს.

ასეთი, ამნაირი, ამგვარი და არა ამფერი, ესეთი.

გაწუწული და არა გაწუმპლული.

გადაგზავნის და არა გადააგზავნის.

გაუძღებს (მუცელს) და არა გაუძღობს (მუცელს).

დააბარვინა და არა დააბარინა.

დაერივნენ და არა დაერიენ.

დადის და არა დაიარება.

ეპარქიული და ეპარქიალური.

ერთმანეთი და არა ერთიერთმანეთი.

მიიზომებს და არა მიიზმანებს.

მოიყვანენ და არა მოიყვანებენ.

პატიჟებს და არა პატიჟობს.

ქტიტორი და არა კტიტორი.

წყევლა-კრულვა და არა კრულვა-წყევლა.

ჯონჯოლი და არა ჟონჟოლი.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

აიწყავს, აიწყავდა, აუწყავს და არა აირწყავს, აირწყავდა, აურწყავს.

აწყვა და არა არწყვა.

ალებასტრი და არა ალიბასტრი.

დარბაზი და არა ზალა (ბარბარიზმია).

ვაბამ, ვსვამ, ვდგამ და არა ვაბავ, ვსვავ, ვდგავ

(საწყისი ფორმებია: დაბმა, სმა, დადგმა).

ვქშენ, ვქშინავ და არა ვქშენავ

(საწყისი ფორმებია: ქშინვა, ქშენა).

თულუხჩი (მეთულუხე) და არა მეთულუხჩე.

კონტრაჰენტი და არა კონტრაგენტი (რუსულის კალკია).

ორგანიზება გაეკეთებინა და არა დაეორგანიზებინა (პოლიტიკოსების მიერ დამკვიდრებული არასწორი ფორმა).

რესპუბლიკელი და არა რესპუბლიკანელი (რუსულის კალკია).

რეფსი (ქსოვილის სახეობა) და არა რიფსი.

სააქციო, აქციონერული და არა სააქციონერო.

სადამდე და არა სადამდინ, სადამდი.

სათვალე და არა სათვალები, სათვალეები.

საპირისწამლე და არა სათოფისწამლე.

სიყრმე და არა სიყმე.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი