ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№8

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 05.03, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა
დაკოპირებულია

აირი და გაზი პარალელური ფორმებია.

დამბლა და არა სიდამბლე, პარალიჩი (ბარბარიზმია).

დასტაქარი და არა დოსტაქარი.

ენამახვილი და არა სიტყვამახვილი

(მაგრამ – სიტყვამახვილობა).

ენამჭევრი და არა სიტყვამჭევრი.

თავხედობა და არა სითავხედე.

თანამიმდევრობა და თანმიმდევრობა პარალელური ფორმებია.

თონე და თორნე პარალელური ფორმებია.

კოჭლობა და სიკოჭლე პარალელური ფორმებია.

მეამა და არა მიამა.

მიამიტი და არა მეამიტი.

მიამსგავსებს და არა მიამგვანებს.

მიეკვრება და მიეკრობა პარალელური ფორმებია.

მინანქარი და არა ემალი.

მომინანქრებული და არა ემალიზებული, ემალიზირებული, ემალიროვანი (ბარბარიზმია).

მონიკელებული და არა ნიკელირებული.

მუხუდო და სისირი პარალელური ფორმებია.

მძახალი და მზახალი პარალელური ფორმებია.

ნაჯაფი, ნაჯაფარი და არა ნაჯაფევი, ნაჯაფავი.

ნიძლავი, ნაძლევი და არა ნიზლავი.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები:

ამბის, ამბით და არა ამბავის, ამბავით.

ამეთვისტო (ნახევრად ძვირფასი ქვა) და არა ამეტისტი (რუსულის კალკია).

დიდოსტატი და გროსმაისტერი პარალელური ფორმებია, მაგრამ, სასურველია, გამოვიყენოთ ქართული შესატყვისი.

ვიბანაო, იბანაო, იბანაოს და არა ვიბანავო, იბანავო, იბანავოს.

ვინეგრეტი და არა ვინიგრეტი.

კვანტური მექანიკა და არა ქვანტური მექანიკა.

კომაში იყო და არა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პიჟამა და არა პიჟამო.

პრიორიტეტია, პრიორიტეტულია და არა პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჭაღი და არა ლუსტრა (ბარბარიზმი).

ჭლექდება და არა ჭლექიანდება.

ჰაგიოგრაფია და არა აგიოგრაფია.

ჰოსპიტალიზება, ჰოსპიტალიზებული და არა ჰოსპიტალიზირება, ჰოსპიტალიზირებული.

ჰქვია და არა ქვია.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი