რჩევები

მუცლისა და გვერდების არეში დაგროვილი ცხიმის მოსაშორებელი 1-კვირიანი დიეტა

№47

ავტორი: ანი რევია 16:28 23.11, 2020 წელი

ეფექტური დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია. თუ ზედმიწევნით დაიცავთ რეკომენდაციას, კვირაში, მინიმუმ, 4 ზედმეტ კილოგრამს მოიცილებთ და განსაკუთრებით, ეს მუცლის არესა და გვერდების არეში ჩალაგებული ცხიმის მოცილებაზე დაგეტყობათ.

ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღოთ ერთი და იგივე საკვები. მენიუდან მაქსიმალურად ამოიღეთ ტკბილეული, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები. დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ უშაქრო ჩაი ან ყავა. აუცილებელია, დილით, ჭამამდე 15 წუთით ადრე, დალიოთ ერთი ჭიქა წყალი.

საუზმე:
ჰერკულესის ფაფა მარილის, შაქრისა და ცხიმის გარეშე, 5 ცალი ნიგოზი, 1 ჭიქა იოგურტი, 2 ნაჭერი ტოსტის პური, 2 ჩაის კოვზი თაფლით.

წახემსება:
400 გრამი ხილი, ბანანისა და კარალიოკის გამოკლებით. კარგია ანანასი, გრეიპფრუტი და ნებისმიერი სეზონური ხილი თუ კენკრა.

სადილი:
ბოსტნეულის სალათა ან სუპი, ხორცისა და პურის გარეშე, 250 გრამი მოხარშული თევზი, 1 ცალი რომელიმე ციტრუსი

ვახშამი:
ბოსტნეულის სალათა ან ხაჭო.
დაძინებამდე ერთი საათით ადრე დალიეთ 1 ჭიქა კეფირი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი