რჩევები

კითხვა-პასუხი

№47

ავტორი: ანი რევია 16:30 23.11, 2020 წელი

გულის პრობლემები
დაკოპირებულია

კითხვა: მითხრეს, ჩრდილი წარბის ქვემოთ წავისვა, რომ მისი ფორმა ლამაზად გამოკვეთოს. ეს სწორი მოსაზრებაა?
პასუხი: თვალის ჩრდილები უდავოდ დაგეხმარებათ წარბის ფორმის დაფიქსირებაში. დაიტანეთ ნათელი ფერის ჩრდილი წარბების ქვეშ და თვალის შიდა კუთხეებზე. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ ბევრი არ წაისვათ, რათა მაკიაჟის კონტექსტიდან არ ამოვარდეს.
კითხვა: ასაკოვანი ვარ და მაქსიმალურად ვუვლი სახის კანს. ყოველდღიურად ვიყენებ ტონალურს. მის ქვეშ მხოლოდ დამატენიანებელი საცხი ვიხმარო თუ სხვა რამესაც მირჩევთ, კანი რომ არ გამიფუჭდეს?
პასუხი: ტონალური საცხის გამოყენებამდე და მის გარეშეც აუცილებლად გამოიყენეთ ფუძე-პრაიმერი, რაც კანს გაათანაბრებს. ის არა მარტო ფოტოშოპის ეფექტს მოგცემთ, არამედ თავისი პიგმენტაციით ასაკსაც მოგაკლებთ.
კითხვა: ყოველთვის ვატარებდი გრძელ თმას. სტრესის დროს თმის შეჭრით ვცადე ცხოვრების გახალისება. ძალიან ვნანობ, თან, ნელა იზრდება. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ თმა უფრო სწრაფად გამეზარდოს?
პასუხი: თმა, საშუალოდ, კვირაში 2 მილიმეტრით იზრდება. ნუ დაუჯერებთ იმ სარეკლამო სტატიებს, სადაც ნათქვამია, რომ თვეში 5 სანტიმეტრით გაგეზრდებათ, თუ რაღაც კონკრეტულ საშუალებას იხმართ. ეს შეუძლებელია. უბრალოდ, დაამატეთ თქვენს რაციონში ცხიმიანი თევზი, მწვანე ბოსტნეული, ავოკადო, მზესუმზირა, ყვითელი ბულგარული წიწაკა, კვერცხი, ნუში – ისინი თმის ზრდის პროცესს ასტიმულირებენ.
კითხვა: ხშირად ვიკეთებ სახის ნიღბებს და ახლა გავიგე, რომ თურმე, არ შეიძლება მათი გამოყენება სახის დაორთქლების გარეშე და როგორ მოვიქცე?
პასუხი: დიახ, ნიღბის დადება უმჯობესია დაორთქლილ კანზე. თუ არ გაქვთ სახის სპეციალური დასაორთქლებელი აპარატი, უბრალოდ, ჩაასხით ჯამში ცხელი წყალი, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და გაჩერდით ორთქლზე 2-3 წუთი. რა თქმა უნდა, მანამდე, მაკიაჟი მოშორებული უნდა გქონდეთ. ამის შემდეგ კი გაიკეთეთ ნიღაბი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი