ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:43 23.11, 2020 წელი

დონალდ ტრამპი
დაკოპირებულია

ბუკოვსკი: გამოჩენილი ხალხი ყველაზე მარტოხელა ხალხია დედამიწაზე.
კუსტურიცა: თავისუფლება ჩემთვის ბედნიერებაზე მნიშვნელოვანია.
ეკო: ისე დაეხმარე ახლობლებს, რომ შენზე დამოკიდებული არ გახდნენ.
რონი: ლიდერობის მთავარი გამოწვევაა: იყო ძლიერი, მაგრამ არა უხეში; იყო კეთილი, მაგრამ არა სუსტი; იყო თავმდაბალი, მაგრამ არა მორცხვი.
პიუზო: ადამიანებს, რომლებიც გიყვარს, „არა“ ხშირად არ უნდა უთხრა, ხოლო როცა ეუბნები „არას“, ეს ისე უნდა ჟღერდეს, თითქოს ეუბნები – „დიახ“. ან ისე უნდა მოახერხო, რომ თვითონვე თქვან „არა“.
შტაინერი: ჩვენ ჭეშმარიტად ადამიანები ვართ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თავისუფალნი ვართ გარემო დამოკიდებულებისგან.
ფროიდი: მასა არასდროს გრძნობდა სიმართლის წყურვილს. ისინი ითხოვდნენ ილუზიებს, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ შეუძლიათ.
ჟვანეცკი: პროცესი – ეს არის სიცოცხლე. რეზულტატი – ეს არის სიკვდილი.
დედა ტერეზა: ბედნიერების არანაირი გასაღები არ არსებობს, კარი ყოველთვის ღიაა.
ბროდსკი: ადამიანს უყვარს დაბრუნება დანაშაულის ადგილზე, სიყვარულის ადგილზე – არა.
დოსტოევსკი: ძალიან ძნელია ადამიანის გამოცნობა, დიდი ხნის მეგობრობის მიუხედავადაც კი.
მამარდაშვილი: ადამიანების სიმრავლე ერთია, ბრბო კი – სხვა. ბრბო არის ისეთი ადამიანების მასა, რომლებიც ამოვარდნილი არიან ტრადიციიდან, გაწყვეტილი აქვთ წარმოშობის ერთიანი კავშირი.
დეჟანერი: ვინც არ დარდობს, არ ცოცხლობს.
ჩესტერფილდი: ცოტა გქონდეს, მაგრამ ბევრისთვის იბრძოლე. ბევრს რომ მიაღწევ, იმას გაუნაწილე, ვისაც არაფერი აქვს, შენთვის კი ისევ ცოტა დაიტოვე.
უაილდი: მგზნებარე მამაკაცს უყვარს ხშირად, ხოლო მგზნებარე ქალს – დიდხანს.
შანელი: ქალმა იცის სიყვარულის აზრი, ხოლო კაცმა – მისი ფასი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი