ტესტები

უყვარხართ თუ არა მას

№53

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 10.01, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

  ეს ტესტი მხოლოდ ქალბატონებისთვის არ არის განკუთვნილი. შეუძლიათ, მამაკაცებმაც გააკეთონ. მთავარია, გულახდილად უპასუხოთ შეკითხვებს. ასე მიიღებთ პასუხს კითხვაზე: გიყვართ თუ არა თქვენ ის და უყვარხართ თუ არა მას თქვენ. 


უპასუხეთ მარტივად – მხოლოდ „კი“, ან „არა“.
1. ეს ქალი (მამაკაცი) სიცოცხლეს მირჩევნია.
2. როცა მისგან შორს ვარ, ძალიან მენატრება. მინდა, ყოველდღე ერთად ვიყოთ.
3. ჩემი ყველა წარმატების შესახებ, პირველად მას მინდა, ვახარო.
4. მასთან ყველანაირი კავშირი სიამოვნებას მანიჭებს.
5. როცა ის ცუდად არის, მეც ცუდად ვარ. ადგილს ვერ ვპოულობ, ვნერვიულობ.
6. ძალიან არ მინდა, რომ ცხოვრებაში მას რაიმე გაუჭირდეს და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
7. მასში არაფერია ისეთი, რაც გამაღიზიანებდა, ნერვებს მომიშლიდა.
8. უცებ რომ დიდი ფული ვიშოვო, ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ორზე დავხარჯავდი.
9. მხოლოდ ის მინდა, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.
10. სიმშვიდით აღვიქვამ მის უარყოფით მხარეებს და ბედნიერი ვარ. სულ არ მჭირდება სრულყოფილება.
11. მის გამო ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ.
12. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენ სიყვარული კი არა, ურთიერთპატივისცემა გვაერთიანებს.
13. ამქვეყნად არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენ დაგვაშორებს.
14. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ.
15. ხელახლა რომ მქონოდა საშუალება, არჩევანს კვლავ მასზე შევაჩერებდი.
ნახეთ შედეგები:
თუ შეკითხვების უმეტესობას უპასუხეთ „კი“ – სანერვიულო არაფერი გაქვთ. ფაქტია, რომ თქვენ პარტნიორი გიყვართ და მასაც უყვარხართ. ერთი-ორ კითხვაზე გაცემულმა უარყოფითმა პასუხმა არ შეგაშფოთოთ. ეს არაფერს ნიშნავს.
თუ რვა შეკითხვა მაინც აღმოჩნდა ისეთი, რომლებზეც უარყოფითი პასუხი გაეცით, საქმე ცუდადაა. სიყვარული თქვენ შორის აღარაა. საერთოდ გაუგებარია, რატომ ხართ ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი