ტესტები

წვრილმანების მაგია

№19

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 23.05, 2021 წელი

ტესტი ფორმებით
დაკოპირებულია

თქვენი ხასიათის თვისებები ნებისმიერ წვრილმანში ვლინდება. ეს შეიძლება, გამოჩნდეს გეომეტრიული ფიგურის შერჩევის დროსაც კი. ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი ფიგურები ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი პიროვნული თვისებების შესახებ.

უბრალოდ, აირჩიეთ ერთ-ერთი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ:

კვადრატი, მართკუთხედი, სამკუთხედი, წრე, ტეხილი.

ნახეთ შედეგები:

კვადრატი – შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის მოთხოვნილება, სიჯიუტე, რომელიც ხელს უწყობს საქმის დასრულებას ის თვისებებია, რომელიც „კვადრატებს“, ანუ თქვენ გახასიათებთ. ამტანობამ, მოთმინებამ და მეთოდურობამ შესაძლოა, თქვენ საქმიანობაში ნამდვილ პროფესიონალად გაქციოთ. „კვადრატს“ უყვარს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესები – ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდოს და თავის დროს ხდებოდეს. „კვადრატის“ იდეალი წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი ცხოვრებაა. არ უყვარს „სურპრიზები“ და ყოველდღიურობაში ცვლილებების შეტანა.

მართკუთხედი – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან არსებული ვითარებით და უკეთეს მდგომარეობას ეძებენ. ამიტომ მათი ძირითადი თვისებებია ცნობისმოყვარეობა, ცოცხალი ინტერესი ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისადმი და გამბედაობა. ისინი მუდამ მზად არიან ახალი იდეების, ღირებულებების, აზროვნებისა და ცხოვრების სტილის მისაღებად.

სამკუთხედი – ეს ფიგურა ლიდერობის სიმბოლოა. „სამკუთხედები“ ენერგიული, თავშეკავებული, ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ისახავენ და, როგორც წესი, აღწევენ კიდეც. ისინი პატივმოყვარე და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები არიან. სწორედ, ეს თვისებები აყალიბებს „სამკუთხედს“ მუდმივად მებრძოლ და კონკურენტუნარიან პიროვნებად.

წრე – სხვა ფიგურებს შორის ყველაზე კეთილგანწყობილი ფიგურაა. ის მგრძნობიარე, ემპათიკური ადამიანია. მისთვის დამახასიათებელია თანაგრძნობა, სხვის პრობლემებზე ემოციური რეაგირება. სხვის სიხარულსა და ტკივილს ისე განიცდის, როგორც საკუთარს და მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა ირგვლივ მყოფები კარგად გრძნობენ თავს. როცა „წრეებს“ ვინმესთან კონფლიქტი აქვთ, სწორედ, ისინი თმობენ პირველები. ისინი განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხთანაც კი ცდილობენ რაღაც საერთო გამონახონ.

ტეხილი – „ტეხილებს“ უყვართ განსხვავებული, ერთი შეხედვით, შეუსაბამო იდეების კომბინაცია, რომლის საფუძველზეც სრულიად ახალი და ორიგინალური იქმნება. არასდროს აკმაყოფილებთ მეთოდები, რომლითაც სხვადასხვა საგნები კეთდება. „ტეხილი“ ყველაზე ემოციური პიროვნებაა. როდესაც მას ახალი და საინტერესო იდეები მოსდის, უნდა, რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს და მუდმივ პროპაგანდას უწევენ მათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი