ტესტები

თქვენი საყვარელი სეზონი

№40

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 17.10, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

თუ გაზაფხული გიყვართ👇

კარგი წარმოსახვის უნარი გაქვთ. საკმარისია, რამეზე ფიქრი დაიწყოთ, რომ რეალობას სწყდებით და სხვაგან მიფრინავთ. უჩვეულო შარმი გაქვთ, რომელიც ადამიანს თქვენი დავიწყების საშუალებას არ აძლევს. თქვენს იდეებს ყოველთვის ადეკვატური შეფასებები არ ახლავს. ეს იმიტომ, რომ გარშემო მყოფებს არ ესმით თქვენი. ნაცრისფერ სამყაროში მზის სხივივით ხართ, ნათელი და დაუვიწყარი ფერი. გინდათ, ცხოვრება გაიცნოთ და ბევრ სფეროში სცადოთ ძალები, ამიტომ ჯერ ორად გაიხლიჩებით, შემდეგ კი ათას ნაწილად. გიჭირთ ერთ საკითხზე კონცენტრაცია. ნაკადულივით სულ მორაკრაკებთ.

თუ ზაფხული გიყვართ👇

მტკიცე ხასიათი და კარგი ნებისყოფა გაქვთ. ყოველთვის აღწევთ დასახულ მიზანს. საკუთარ თავში ეჭვი იშვიათად გეპარებათ, მაგრამ ეჭვსა და შიშს ყოველთვის შეგიძლიათ, გადააბიჯოთ. შრომისმოყვარე ხართ, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ თქვენი მონდომება არ ფასდება, საქმეზე ხელს აიღებთ. დიალოგების დიდოსტატი ხართ, დაუძინებელ მტერთანაც კი შეგიძლიათ მორიგდეთ თუ ამას მოინდომებთ. თქვენგან არაჩვეულებრივი დიპლომატი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ან საზოგადოებრივი რესურსების მმართველი დადგება. გულის სიღრმეში გგონიათ, რომ ზოგიერთ ადამიანზე მაღლა დგახართ, თუმცა სხვებს ამას არასდროს აგრძნობინებთ.

თუ შემოდგომა გიყვართ👇

ძალიან ყურადღებიანი ხართ. ეს თვისება ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ. არაფერი დაგავიწყდებათ, ყველა ნიუანსს გათვლით და სასურველ შედეგსაც მიიღებთ. შინაგანად მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის შეგიძლიათ, გააზრებულად წახვიდეთ მსხვერპლზე, თან ამას არასდროს დაამადლით.

თუ ზამთარი გიყვართ👇

ძალიან ამბიციური ხართ. ვერასდროს შეეგუებით, რომ ჯგუფში ვინმე თქვენზე უკეთესად სწავლობდეს ან სამსახურში სხვისი დამსახურებები უფრო ჩანდეს. ყველას აგრძნობინებთ, რომ თქვენში სერიოზულ კონკურენტს უნდა ხედავდნენ. ბრწყინვალედ ახერხებთ საქმეზე კონცენტრაციას. მოკლე დროში მაქსიმალურად პროდუქტიულად მუშაობთ, ნამდვილი აღმოჩენა ხართ ნებისმიერი კომპანიისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი