ტესტები

თქვენი ქვეცნობიერი

№26

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 11.07, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ჩვენს ქვეცნობიერს ძალიან იდუმალი ხასიათი აქვს და რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, მით უკეთესი.

გადახედეთ მოცემულ ფოტოს და სწრაფად აირჩიეთ თვალი, რომელიც ყველაზე მეტად იპყრობს თქვენს ყურადღებას.

თქვენი არჩევანი გეტყვით, რას გეუბნებათ თქვენი ქვეცნობიერი.

თვალი #1

თუ ამ თვალმა სხვა თვალზე მეტად მიიპყრო თქვენი ყურადღება, უნდა შეწყვიტოთ თქვენს ნაჭუჭსა და გარსში დამალვა. შეწყვიტეთ საკუთარი თავის არასწორად შეფასება და მუდმივად თავის შეკავება.

თვალი #2

თუ მეორე თვალი აარჩიეთ, მაშინ, თქვენ ძალიან ბევრ რამეს უმალავთ ადამიანებს, რაც ხელს უშლის თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობის მოზიდვას. იქნებ შეცდომის აღიარება თქვენთვისვე იყოს უკეთესი და დაგეხმაროთ. თქვენი ქვეცნობიერი მიგანიშნებთ, რომ უფრო მეტი სითამამე გმართებთ.

თვალი #3

ეს თვალი შესაძლოა, ცოტა სევდიანად მოგეჩვენოთ, ადამიანები, რომლებიც მას ირჩევენ, ბევრს განიცდიან. თქვენ არ იცით, როგორ გაუმკლავდეთ თქვენს გრძნობებს. თქვენს ქვეცნობიერს სურს გითხრათ, გჯეროდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომელთა იმედიც შეგიძლიათ, გქონდეთ.

თვალი #4

თუ გრძნობთ, რომ ამ თვალთან კავშირში ხართ, მაშინ თქვენ ხართ ის, ვინც გარშემო კედლებს იშენებს საკუთარი თავის დასაცავად. ემალებით დანარჩენ მსოფლიოს, ფიქრობთ, რომ ეს გამოგადგებათ, მაგრამ ძალიან ცდებით.

შეწყვიტეთ წარსულის უკან დევნა, გაიხედეთ მომავლისკენ!

თვალი #5

ამ თვალის არჩევა ცხადყოფს, რომ ბევრზე მეტს მუშაობთ. თქვენ იმ ადამიანთა რიცხვში ხართ, ვინც მუდმივად დაკავებულია. ფრთხილად მალავთ თქვენს გრძნობებს და ასრულებთ საქმეს, ზოგჯერ გავიწყდებათ ის, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ყოველთვის ცდილობთ, დაასრულოთ დაწყებული საქმე, მაგრამ პერიოდულად გაჩერებაც საჭიროა. თქვენ დაიმსახურეთ დასვენება.

თვალი #6

თუ ეს თვალი გიზიდავთ, ეს ნიშნავს, რომ მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ, გარშემო მყოფების მხრიდან მოწონების მოსაზიდად. მათ ყველაფერს აძლევთ, რაც გაქვთ, მაგრამ სამაგიეროდ არასდროს არაფერს ითხოვთ. დროა გააცნობიეროთ, რომ ზოგჯერ სხვაგვარად უნდა მოიქცეთ. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ იყოთ მათ გარშემო, ვისაც არ სურს თქვენს გარშემო ყოფნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი