ტესტები

ტესტი სიყვარულზე

№2

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 24.01, 2021 წელი

ტეტსი
დაკოპირებულია

შეცდომა რომ არ დაუშვათ, აუცილებელია, მიხვდეთ, ნამდვილად ხართ შეყვარებული თუ არა. ალბათ, დაგაინტერესებთ, რა აზრის ხართ ამ გრძნობაზე. 

1. ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი და მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველის გადარჩენა შეგიძლიათ. რომელს აირჩევდით?
ა) კურდღელი; ბ) ცხვარი; გ) ირემი; დ) ცხენი.

2. თუ გარდაუვალია და აუცილებლად უნდა იქცეთ ცხოველად, რომელს აირჩევდით?
ა) ძაღლი; ბ) კატა; გ) ცხენი; დ) გველი.

3. ერთი სახეობის ცხოველის გაქრობის უნარი რომ გქონდეთ, რომელს გააქრობდით?
ა) ლომი; ბ) გველი; გ) ნიანგი; დ) ზვიგენი.

4. რომელ ცხოველს მიანიჭებდით ლაპარაკის უნარს?
ა) ძაღლი; ბ) ცხენი; გ) კურდღელი; დ) კატა.


5. დაუსახლებელ კუნძულზე მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოლის უფლება რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით?
ა) ადამიანი; ბ) ძაღლი; გ) ძროხა; დ) კატა.


6. ცხოველების მოთვინიერების უნარი რომ გქონდეთ, რომელს ისურვებდით შინაურ ცხოველად?
ა) დინოზავრი; ბ) ვეფხვი; გ) პოლარული დათვი; დ) ლეოპარდი.


პასუხები🔽:


1️⃣ - ეს არჩევანი გიჩვენებს ადამიანის იმ თვისებებს, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავს რეალურ ცხოვრებაში:
კურდღელი – გარეგნულად ცივი, მაგრამ შინაგანად ძალიან თბილი;
ცხვარი – მორჩილი და თბილი;
ირემი – ელეგანტური და კარგი მანერების;
ცხენი – თავაწყვეტილი და თავისუფალი.


2️⃣ - შენი არჩევანი გიჩვენებს თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებ შენს პარტნიორზე:
ძაღლი – ლოიალური და ერთგული;
კატა – მოდური და ელეგანტური;
ცხენი - ოპტიმისტი;
გველი – მოქნილი, ელასტიკური.


3️⃣ - შენი არჩევანი გიჩვენებს მიზეზს, რის გამოც შეიძლება გაწყვიტო ურთიერთობა შენს პარტნიორთან: ლომი – შენი პარტნიორის ქედმაღლობა და მბრძანებლური თვისებები;
გველი – შენი პარტნიორის უხასიათობა;
ნიანგი – შენი პარტნიორის შეუბრალებლობა;
ზვიგენი – შენი პარტნიორის დაუნდობლობა.


4️⃣ - შენი არჩევანი გიჩვენებს თუ როგორი ურთიერთობა გინდა, გქონდეს შენს ამჟამინდელ პარტნიორთან: ძაღლი – ერთმანეთის უსიტყვოდ გესმოდეთ;
ცხენი – ილაპარაკოთ ყველაფერზე გულახდილად;
კურდღელი – სიყვარული არასდროს განელდეს;
კატა – ხანგრძლივი ურთიერთობა.


5️⃣ - შენი არჩევანი გიჩვენებს, შეგიძლია თუ არა უღალატო შენს პარტნიორს:
ადამიანი – ალბათ, არა;
ძაღლი – სურვილს წინააღმდეგობას ვერ უწევ და შესაძლებელია, უღალატო;
ძროხა – მომთმენი ხარ და ძალიან შეეცდები, რომ არ უღალატო; კ
ატა – არ გიყვარს ვალდებულებები და შესაძლოა უღალატო.


6️⃣ - შენი არჩევანი გიჩვენებს, შენს შეხედულებებს ქორწინებაზე:
დინოზავრი – ფიქრობ, რომ ბედნიერი ქორწინება არ არსებობს;
ვეფხვი – შენი აზრით, ქორწინება ძალიან ძვირფასი რამ არის და მას ნამდვილად უფრთხილდები; პოლარული დათვი – ქორწინების გეშინია, ფიქრობ, რომ ის თავისუფლებას წაგართმევს;
ლეოპარდი – ყოველთვის გინდოდა, დაქორწინებულიყავი, მაგრამ, ფაქტობრივად, არც იცი, ეს რა არის!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი