ტესტები

ტესტი სააბაზანოში

№6

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 19.02, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

დაკვირვებიხართ, როგორ უჭერთ ხელს კბილის პასტის ტუბს? სხვათა შორის, ეს საკმაოდ ინფორმაციული ტესტია და გირჩევთ, არ გამოტოვოთ. ფსიქოლოგები ყოველთვის ამტკიცებენ, რომ ადამიანის ქცევა მისი ხასიათის ისეთ ნიუანსებს ამჟღავნებს, რომელზედაც ადრე არ გიფიქრიათ. ამოარჩიეთ ფოტოზე ტუბის ის ვარიანტი, რომელსაც შეესაბამება თქვენი ტუბი და ნახეთ შედეგი.

გლუვი ტუბი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, გამოყენებული ტუბიც კი ლამაზი და გლუვი იყოს. ამის მიღწევა რთულია და თუ ასე იქცევით, სავარაუდოდ, თქვენ მეოცნებე, შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ნამდვილი ესთეტი, მგრძნობიარე, მზრუნველი და ძალიან მოწესრიგებული.

შუაში ჩაჭყლეტილი

ამგვარად გამოყენებულ ტუბს აქტიური ადამიანის სააბაზანოში შეხვდებით. ასეთებს არ უყვართ დროის უაზროდ ფლანგვა და მუდმივად რაღაცით არიან დაკავებული. მართალია, ორგანიზებული არ ეთქმით, თუმცა ყოველთვის პოულობენ პრობლემის გადაჭრის გზას. გარს ყოველთვის ბევრი ადამიანი ახვევიათ. არიან მეგობრულები, ემოციურად გაწონასწორებულები და საკუთარ თავშიც ყოველთვის დარწმუნებულები.

თავსახურთან ჩაჭყლეტილი

დაჟინებულობა ამ ადამიანის მთავარი თვისებაა. არ არის მიჩვეული, რამე დათმოს. არც სხვას აძლევს ამის საშუალებას. ცოტას თუ ენდობა. სკეპტიკურად უყურებს სხვების შესაძლებლობებს. ამ ტიპის ადამიანებს ძალიან უჭირთ ურთიერთობაში სწორი პრიორიტეტების დალაგება.

მოკეცილი ბოლო

კბილის პასტის ტუბს ასე პერფექციონისტები იყენებენ. ასეთი ადამიანები მუდმივად ზრუნავენ არა მხოლოდ ახლობელ ადამიანებზე, არამედ ყველაზე, ვინც მათ გარშემოა. ის არაფერს გადაყრის. შრომისმოყვარეა. თუმცა მეწვრილმანე. სამაგიეროდ, მისი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეთ.

სხვადასხვა ადგილას დაჭყლეტილი ტუბი

ასე ექცევა ტუბს თავისუფლებისმოყვარე და შემოქმედებითი ადამიანი. არაპროგნოზირებადია. არც წესიერებით გამოირჩევა. არც მიზანდასახულობით და პუნქტუალურობით. სამაგიეროდ, ყოველთვის გახსნილი და ოპტიმისტია. ასეთ ადამიანთან ნურაფერს დაგეგმავთ წინასწარ, რადგან არასოდეს იცის, რას მოიმოქმედებს ხვალ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი