ტესტები

სასარგებლო ფსიქოლოგია

№1

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 17.01, 2021 წელი

პასუხები საინტერესო
კითხვებზე
დაკოპირებულია

გაიგეთ მეტი საკუთარი თავის შესახებ, მარტივი და საინტერესო ტესტი თბილისელებისგან“👇

ადამიანის ფსიქიკის ცოდნა ძალიან სასარგებლოა. თუ ამ ცოდნას დაეუფლებით, ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება თქვენკენ იქნება მომართული. მაგრამ ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ფსიქიკა სახუმარო საქმე არაა, ამიტომ ამ საქმეს სიფრთხილით მოეკიდეთ და პრაქტიკა ჯერ საკუთარ თავზე გაიარეთ.
გულახდილად უპასუხეთ კითხვებს და მხოლოდ შემდეგ გადახედეთ პასუხებს:
1. აირჩიეთ ნებისმიერი ციფრი 1-დან 9-მდე.
2. ჩამოთვალეთ 5 ფერი. დაიწყეთ საყვარელი ფერით.
3. ჩამოთვალეთ 5 ფილმი.
4. ჩამოთვალეთ 5 მომღერალი, ჯგუფი ან კომპოზიტორი.
5. დახაზეთ რამდენიმე მარტივი გეომეტრიული ფიგურა (5 მაინც).
ახლა კი გავშიფროთ:
რიცხვები:
1 – ყველგან პირველობას ცდილობთ;
3 და 7 – მისტიციზმისკენ გაქვთ მიდრეკილება;
5 – „ხუთოსანი“ ხართ და ყოველთვის შექებას ითხოვთ;
9 – პესიმისტი ხართ.
ფერები:
წითელი – სექსი და ვნება მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში;
ყავისფერი – გადამწვარი ვნებები გაშინებთ, ცუდი გამოცდილება გაქვთ;
შავი – მელანქოლიისკენ გაქვთ მიდრეკილება, თუმცა ფანტაზიის შეუზღუდავი უნარით გამოირჩევით;
ნაცრისფერი – მოწყენილობის ფერია;
თეთრი – გამოუვალი მდგომარეობის ფერია – როგორც ჩანს, ახლა ამ მდგომარეობაში ხართ;
მწვანე – სიხარულის ფერია, ენთუზიაზმით ხართ სავსე;
ყვითელი – მონატრების ფერია;
ლურჯი – მეოცნებე ხართ.
იასამნისფერი – სიყვარულზე მეოცნებე ხართ. მაშინაც კი, როცა გიყვართ.
კინოფილმები: დასახელებული ფილმების გმირები არიან თქვენი იდეალები, გინდათ, მათ მიბაძოთ.
საყვარელი მუსიკით მიხვდებით, როგორ გარემოში გაიზარდეთ და როგორი გემოვნება გაქვთ.
გეომეტრიული ფიგურები:
თუ სპირალი დახაზეთ, ესე იგი, კომპლექსები გაწუხებთ.
სამკუთხედი პატივმოყვარეობასთან ასოცირდება.
კვადრატი თავისუფლების სიმბოლოა.
წრე ფიზიკურ სიამოვნებასთან ასოცირდება. თუ ხშირად ხატავთ წრეებს, ესე იგი, სიამოვნებას დაეძებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი