ტესტები

სანთლის ფერის მონაყოლი

№11

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 28.03, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

მარტივი და სახალისო ტესტი „თბილისელებისგან“ 👇

აირჩიეთ, რა ფერის სანთელი მოგწონთ და წაიკითხეთ, რას მოგიყვებათ ის:

თეთრი – მთვარის ფერია. ამ სამყაროში იმიტომ მოხვედით, რომ განვითარდეთ და გარშემო მყოფებს სიკეთე მოუტანოთ. ინტუიციურად მეტად განვითარებული ხართ. გრძნობთ, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეთ. კარგი იქნება, თუ მთვარის ენერგიას მეტად განავითარებთ საკუთარ თავში. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ სიბნელიდან გამომავალი თეთრი შუქი. ეს სასარგებლო მედიტაციაა.

იასამნისფერი – იუპიტერის ფერია. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ხანში კეთილდღეობას მიიზიდავთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან საჭირო ადამიანები. ყური დაუგდეთ მათ რჩევებს. საშუალება მოგეცემათ, დაეუფლოთ ახალ ცოდნას. აკონტროლეთ ემოციები. შეიძლება, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ იყოთ და გადაწყვეტილების მიღება გიჭირდეთ, თუმცა, ბოლო მომენტში ინტუიციაზე დაყრდნობით მაინც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

წითელი – ამ ფერს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ომის ან სიყვარულისთვის ემზადებიან. მათი სული ნერვიულობს და მოქმედების მოლოდინშია. დროა, სიამოვნება მიიღოთ შინაგანი განვითარებისგან. თქვენ საკმაოდ მამაცი ხართ და ცხოვრებისეულ გამოწვევებს ნუ შეუშინდებით. მზად ხართ სიყვარულისთვის – ეს შეიძლება იყოს პარტნიორი, ბავშვი ან შინაური ცხოველი. შესაძლოა, ახალი სამსახური შემოგთავაზონ, სამოგზაუროდ გაემგზავროთ ან ახალი ჰობი გამოგიჩნდეთ. მთავარია, თქვენ იყოთ მზად სიახლეებისთვის.

ყვითელი – მერკურის ფერია, ურთიერთობისა და გონების პლანეტის. მას ინტელექტუალი ადამიანები ანიჭებენ უპირატესობას. ყვითელი მოძრაობის, ახალი წამოწყებების ფერია. მუდამ მზად ხართ სწავლისთვის, ინფორმაციების მისაღებად. გახსოვდეთ, თუ გულით მოინდომებთ, არასდროს არის გვიან.

მწვანე – თუ მწვანე აირჩიეთ, ჯანმრთელი, ემოციური ადამიანი ყოფილხართ. ბუნება ბალანსის შენარჩუნებაში გეხმარებათ. შესაძლოა, ცოტა ხანში მატერიალურად მოძლიერდეთ. პატარ-პატარა სიხარულებიც გელით. გახსოვდეთ, რომ მუდამ უნდა შეგეძლოთ ბალანსის მოძებნა. ხშირად მიირთვათ ჯანსაღი საკვები. იზრუნეთ სხეულზე. კარგია კულინარიის, მებაღეობის, უცხო ენის, სიმღერის სწავლა.

ლურჯი – წყალთან ასოცირდება. კარგი ინტუიცია გაქვთ, შეიძლება, სენტიმენტალური ადამიანი იყოთ, რომელიც განწყობის ცვალებადობისგან იტანჯება. როცა თქვენი მეექვსე გრძნობა აქტიურდება, ენერგიული ხდებით და ყველაფერს კარგად აკეთებთ. ისწავლეთ ინსტინქტების გამოცნობა. გამოიყენეთ თქვენი ნიჭი.

შავი – თვითანალიზისა და თავდაცვის ფერია. განვითარება რომ შეძლოთ, საკუთარი თავი უნდა შეიცნოთ. მეტად მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმ კითხვებს გაეცემა პასუხები, რომლებიც დიდი ხანია, გაწუხებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი