ტესტები

როგორი მომავალი გელით

№7

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 28.02, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ეს უჩვეულო და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტია. საკმარისია მხოლოდ კალამი და სუფთა ფურცელი, რომ პასუხები ჩაიწეროთ.

1. ქვემოთ ჩამოთვლილი ფერებიდან აირჩიეთ ერთი

ა) ყვითელი; ბ) ლურჯი; გ) წითელი; დ) მწვანე; ე) შავი.

2. ჩაიწერეთ თქვენი სახელის პირველი ასო.

3. ჩაიწერეთ თქვენი დაბადების თვე.

4. აირჩიეთ ამ ორიდან ერთი: შავი – თუ თეთრი?

5. დაასახელეთ თქვენი სქესის ადამიანი თქვენი გარემოცვიდან.

6. ჩაიწერეთ თქვენი საყვარელი რიცხვი.

7. რა უფრო გიყვართ, მგზავრობა თუ ფრენა?

8. აირჩიეთ – ტბა თუ ოკეანე?

იხილეთ პასუხების ახსნა:

1. თუ ყვითელი ფერი აირჩიეთ – ბედნიერი ადამიანი ხართ, რომელსაც უბედური ადამიანების ნუგეში შეუძლია; ლურჯი ნიშნავს, რომ იმპულსური ხართ და საყვარელი ადამიანისგან მუდმივ ყურადღებას ითხოვთ; წითელი – ძალიან ენერგიული ხართ, თქვენი ცხოვრება სიყვარულითაა აღსავსე; მწვანე – საკმაოდ მშვიდი ხართ, თქვენთვის აგრესია უცნობია; შავი – საკმაოდ აგრესიული და კონსერვატიული ხართ.

2. ა-დან კ-მდე – თქვენი ცხოვრება მეგობრებითა და სიყვარულითაა აღსავსე; ლ-დან რ-მდე – მოულოდნელი ცვლილება გელით პირად ცხოვრებაში. ს-დან ჰ-მდე – ძალიან გაგიმართლებთ სიყვარულში.

3. დაბადების თვე: იანვარი-მარტი – კარგი წელიწადი გელოდებათ, მოულოდნელი სიყვარული გეწვევათ; აპრილი-ივნისი – ხანმოკლე და ბობოქარი რომანი გელოდებათ, რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ; ივლისი-სექტემბერი – დამდეგი წელი წარმატებული გამოდგება და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ; ოქტომბერი-დეკემბერი – პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით, მაგრამ ბოლოს მაინც შეხვდებით თქვენს სიყვარულს.

4. თუ არჩევანი შავზე შეაჩერეთ: ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები გელით, რომლებიც რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ დროის განმავლობაში მათ გამო ბედის მადლიერი იქნებით. ხოლო, თუ არჩიეთ თეთრი: მეგობარი გყავთ, რომელიც თქვენ გამო ყველაფერს გააკეთებს.

5. თქვენ მიერ დასახელებული ადამიანი – ყველაზე ახლო მეგობარია.

6. თქვენ მიერ დასახელებული რიცხვი ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში დარჩებიან.

7. მგზავრობა – არ გიყვართ ცვლილებები. ფრენა – გიყვართ თავგადასავლები.

8. ოკეანე – ადამიანებს სიხარულს ანიჭებთ, მაგრამ თქვენი საქციელის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ტბა – მუდამ ინარჩუნებთ ახლობლებისა და მეგობრების ერთგულებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი