ტესტები

როგორი ადამიანი გჭირდებათ - ფსიქოლოგიური ტესტი

№4

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 05.02, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგების თქმით, ქალი ხშირად არასწორ მამაკაცს ირჩევს, რადგან არ იცის, როგორ აირჩიოს. გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს ფოტოთი, რომელიც მიგახვედრებთ, რამდენად კარგად იცით, როგორი ადამიანი გჭირდებათ.

ფსიქოლოგები ქალებს და კაცებს ტიპებად ყოფენ. ამ ფსიქოლოგიური ტესტის დახმარებით გაიგებთ, რომელ ტიპს მიეკუთვნებით და როგორი მამაკაცი გჭირდებათ.

ყურადღებით დააკვირდით ფოტოზე გამოსახულ ოთხ მამაკაცს და აირჩიეთ, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად.

ახლა კი წაიკითხეთ:

1. თუ პირველი ნომერი აირჩიეთ, მამაკაცი-მამა გჭირდებათ. ზრუნვა და ყურადღება გესაჭიროებათ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი სურვილების ზუსტად განსაზღვრა გიჭირთ. თუ საყვარელი ადამიანი საკმარის ყურადღებას არ გაქცევთ, ძალიან ნერვიულობთ. ამ დროს ახირებული ხდებით და პარტნიორს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ დაგამშვიდოთ. ამ მიზეზით ხშირი კამათი კი ურთიერთობას აფუჭებს.

თქვენ შეგეფერებათ მამაკაცი, რომელსაც პასუხისმგებლობის აღება არ აშინებს; მამაკაცი, რომელიც თქვენი საიმედო საყრდენი გახდება; მამაკაცი, რომელიც თქვენს ყველა სურვილს აასრულებს, რადგან მისთვის თქვენი ბედნიერება ძალიან მნიშვნელოვანია.

2. თუ ნომერ მეორე მამაკაცი აირჩიეთ, მამაკაცი-ბავშვი თქვენი შესაფერისია. რადგან თავად ქალ-დედა ხართ. გინდათ, ყოველთვის და ყველგან სხვებს დაეხმაროთ. მთელ თავისუფალ დროს ოჯახსა და მეგობრებს უთმობთ. შეგეფერებათ მამაკაცი, რომელიც წინააღმდეგი არ იქნება, რომ ოჯახში ცოლი უფროსი იყოს.

3. თუ ნომერი სამი მოგეწონათ, შეგვიძლია, მოგილოცოთ. დამოუკიდებელი ქალი ხართ და იცით, რა გსურთ. ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი აზრი გაგაჩნიათ. დამოუკიდებელი მამაკაცი შეგეფერებათ. მის თვალში ყოველთვის მიმზიდველი და ამბიციური იქნებით. შეგეფერებათ მამაკაცი, რომელიც თქვენს ხედვას სრულიად გაიზიარებს და თქვენს პირად სივრცეს პატივს სცემს. ასეთი ურთიერთობის საფუძველი ცხოვრებისეული ხედვაა.

4. თუ ნომერი ოთხი მოგეწონათ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანთან საერთო ინტერესები გქონდეთ და ყველა სიხარული და გაჭირვება ერთად გადაიტანოთ.

ქვეცნობიერად გსურთ, რომ საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში მთავარი თქვენ გახდეთ. ამ მიზნით ცდილობთ, რომ მისთვის ვნებიანი საყვარელიც იყოთ და საუკეთესო მეგობარიც. დასახმარებლად და რჩევის მისაცემად ყოველთვის მზად ხართ. მისგანაც მსგავს ქცევას ელოდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი