ტესტები

რის გამო ბრაზდებით

№47

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 05.12, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ჩვენი ქცევა, გრძნობები და აზრები არის ის, რაც ჩვენს პიროვნებას უნიკალურს ხდის. რაც შეეხება სიბრაზეს, თითოეულ ჩვენგანს მისი გამომწვევი მიზეზებიც განსხვავებული გვაქვს. ეს სახალისო ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რის გამო ბრაზდებით ყველაზე მეტად.

დააკვირდით ფოტოს – რომელ ფიგურასაც პირველად დაინახავთ, პასუხიც იმის მიხედვით წაიკითხეთ.

👉 თუ პირველად დაინახეთ დათვი

მზრუნველი ადამიანი ხართ. ცოტა რთული, მაგრამ თბილი და მოსიყვარულე. თქვენთვის პრიორიტეტი ოჯახია. ვერ იტანთ ორპირობასა და ეგოიზმს. თქვენს გაბრაზებას უსამართლო დამოკიდებულება და ნარცისი ადამიანები იწვევენ.

👉 თუ დაინახეთ თევზი

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად და პრობლემების გადასაჭრელად იყენებს ფანტაზიას, ინტელექტსა და საღ აზრს. ვერ იტანთ ადამიანებს, რომლებსაც სხვების დახმარება არ უყვართ, ხშირად კამათობენ და სხვებს დასცინიან. თქვენი ბრაზის გამომწვევი, ძირითადად, ბოროტი ხალხია.

👉თუ დაინახეთ კენგურუ

თქვენ უანგარო ადამიანი ხართ. ყალბ მეგობრებს და მატყუარებს, თქვენს ცხოვრებაში, უბრალოდ, არ აქვთ ადგილი. ამიტომ ღალატი თქვენი გაბრაზების ყველაზე მთავარი გამომწვევია.

👉 თუ დაინახეთ ლომი

გმირული და მამაცი გულის ადამიანი ხართ, რომელსაც არ უყვარს, უარი თქვას იმაზე, რაც მოსწონს. თქვენი გაბრაზება ყველაზე მეტად დანებებით არის გამოწვეული.

👉 თუ დაინახეთ დელფინი

კრეატიულობითა და ფანტაზიით სავსე ადამიანი ხართ. ყველაზე მეტად არ მოგწონთ ადამიანები, რომლებიც იცვლებიან, რათა ვიღაცას თავი მოაწონონ.

👉 თუ დაინახეთ მელია

სხვებისგან მარტივად სწავლობთ ყველაფერს. თუმცა, ვერ იტანთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებს აშინებენ და მანიპულირებენ. თქვენს გაბრაზებას თვალთმაქცი და მატყუარა ადამიანები იწვევენ.

👉 თუ დაინახეთ სპილო

კეთილი, მოსიყვარულე და სანდო ადამიანი ხართ და თავდაჯერებულობაც არ გაკლიათ. ის, რაც თქვენს გაბრაზებას იწვევს, არის ბოროტება.

👉 თუ დაინახეთ ჟირაფი

კეთილი ადამიანი ხართ და სხვებისგანაც იმავეს მოელით, თავს არიდებთ ადამიანებს, რომლებიც პატივს არ სცემენ თქვენს ცხოვრებასა და დროს. თქვენს გაბრაზებას ყველაზე ხშირად მანიპულატორი ადამიანების ქცევები იწვევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი