ტესტები

რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი

№52

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 03.01, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

გაიგეთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახი, მარტივი და საინტერესო ტესტი თბილისელების“ მკითველისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ოჯახური გარემო, ოჯახური ურთიერთობები და ის ადამიანები, რომლებიც მხარში გიდგანან? ამ კითხვაზე პასუხს ეს ტესტი გაგცემთ.

სამი შესაძლო ვარიანტიდან შეარჩიეთ ერთი – წარმოიდგინეთ, ქუჩაში ხედავთ წყვილს პატარა ბავშვით, როგორ არიან ისინი განლაგებული?

1️⃣ – დგას ქალი და ხელი აქვს ჩაჭიდებული შვილზე, კაცი მათ ზურგს უკან დგას

2️⃣ – ბავშვი დგას წყვილს შორის და ხელი მამისთვისაც აქვს ჩაჭიდებული და დედისთვისაც

3️⃣ – კაცს ხელი ბავშვისთვს აქვს მოკიდებული, მეორე ხელი კი ცოლისთვის მხარზე აქვს მოხვეული, ქალი მასზეა დაყრდნობილი

აირჩიეთ? ნახეთ შედეგები:

1️⃣ ვარიანტი – ეს ნიშნავს, რომ თქვენ ოჯახზე დიდად ორიენტირებული ადამიანი არ ხართ. შესაძლოა, მამის ძლიერი ზურგის გარეშე გაიზარდეთ. ეხმარებით ყველას, ვინც დაუცველია. მაგრამ ნაკლებად – საკუთარი ოჯახის წევრებს. ძალიან ბედნიერი ხართ, როცა ადამიანების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შეგაქვთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში არ იცით, რა არის ნამდვილი ოჯახი.

2️⃣ ვარიანტი – ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი ნამდვილად ხართ და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულიც. ოცნებობთ სტაბილურ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს. მიგაჩნიათ, რომ ქორწინება და ოჯახი პირველ ადგილას უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, გიყვართ სხვებზე ზრუნვა და დიდ ძალისხმევას ხარჯავთ თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანების ბედნიერებისთვის.

3️⃣ ვარიანტი – ოჯახის ეს ვარიანტი ყველაზე ბედნიერია. თქვენ ზუსტად ასეთ ურთიერთობაზე ოცნებობთ. დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილი ოჯახი ზუსტად ასე უნდა გამოიყურებოდეს. პრინციპში, მართალიც ბრძანდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი