ტესტები

რას ამბობენ ნახატები

№3

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 31.01, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ბევრ  ადამიანს ახასიათებს სხვადასხვა ფორმის ფიგურების, ხაზებისა და ნახატების ხატვა ტელეფონზე საუბრის, მოსაწყენი მომენტების  ან მორიგი თათბირის დროს. თუ თქვენც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ალბათ, გაინტერესებთ, რას ამბობენ თქვენზე ეს ნახატები. ამ ტესტით ბევრ რამეს გაიგებთ თქვენ შესახებ და ყურადღებით მოეკიდეთ. 

სახეები
თუ სახეებს ხატავთ – ეს ადამიანების მიმართ ინტერესსა და ურთიერთობის მოთხოვნილებაზე მეტყველებს. გაურკვეველი სახეების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ აბსტრაქტული აზროვნება გაქვთ განვითარებული. თვალებისა და პირის გამარტივებული, წერტილებით, ხაზებით პირობითი გამოსახვა გაუცხოვებასა და საკუთარ თავში ჩაკეტილობას გამოხატავს.
თვალები
თვალების ხატვა იმაზე მეტყველებს, რომ გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ. თვითკრიტიკას ნუ მიეცემით და საზოგადოებრივი აზრი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ. თუ დახატული თვალები დახუჭულია, რაღაცის ცოდნა ან დანახვა არ გსურთ.
სახლები და ფუტკრის ფიჭა
სახლებისა და ფიჭის ხატვა სიმყუდროვისა და კომფორტისკენ სწრაფვაა. თქვენთვის დამახასიათებელია წესრიგის სიყვარული და დაგეგმარების კარგი უნარი. შემოსაზღვრული სახლი – ამქვეყნად ყველაფრის კონტროლის სურვილია. გრძელი სახლი – ბევრ მოგონებას და ახალ გეგმებს ნიშნავს.
ვარსკვლავები
ოპტიმისტი ხართ და სერიოზული სირთულეები და გამოწვევები არ გაშინებთ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
გულები
თქვენში გრძნობებისა და ემოციების მთელი ოკეანეა. თქვენ ამ სამყაროს გალამაზების უნარი გაქვთ!
ცხოველები და ფრინველები
უცნაურ და სასაცილო ცხოველებს ხატავთ? წარმოსახვის შესანიშნავი უნარი და იუმორის გრძნობა გაქვთ. თუ ამ გამოსახულებებს ფრთებიც აქვთ, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადი პიროვნება ხართ.
გეომეტრიული ფიგურები
თქვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაფერი მკაფიო და გასაგებია. ოპონენტების აზრი შეხედულებებს ვერ შეგაცვლევინებთ, არც საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას ერიდებით. თუ ფიგურებს მრავალი კუთხე აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ სისასტიკესაც კი იჩენთ, ამასთან იშვიათად აძლევთ თავს მოდუნებისა და ოცნების უფლებას.
მზე
მზეების ხატვა ოპტიმიზმსა და სათნო ხასიათზე სულაც არ მეტყველებს. თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ ყურადღება და ურთიერთობა. ტელეფონზე საუბრისას მოღიმარე მზის ხატვა, სწორედ, იმას ნიშნავს, რომ მოცემული საუბარი გახარებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი