ტესტები

რას ამბობენ ღმერთები

№22

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 13.06, 2021 წელი

პიროვნული ტესტი
დაკოპირებულია

ამ ტესტში ადამიანთა ძველბერძნულ ტიპოლოგიას შემოგთავაზებთ. აარჩიეთ ღმერთი ძველი ბერძნული პანთეონიდან და ნახეთ, ბერძნული ღმერთების რომელ ტიპს განეკუთვნებით.

აფროდიტე

ამ ტიპის ადამიანები პასიურები, სუსტები, ძალიან მგრძნობიარენი და მელანქოლიურები არიან. ქალები განსაკუთრებული სინაზითა და მომხიბვლელობით გამოირჩევიან, მამაკაცებს კი ქმედებებში ქალურობა ახასიათებთ. აფროდიტეს „წარმომადგენლები“ ცხოვრების მიზანს სიყვარულში ხედავენ, ეს არის მათი ბედნიერება!

ათენა

პასიურები და ოდნავ ზანტები – აი, ათენას ტიპის წარმომადგენლების ზოგადი დამახასიათებელი თვისებები. მათ შორის ხშირად ვხვდებით ფლეგმატურებს. ზოგჯერ ისინი დეპრესიით ან ალერგიით იტანჯებიან. სუსტი ნერვული სისტემის გამო ხშირად დასახულ მიზანს ვერ აღწევენ, ამიტომ უფრო მეტად ვარდებინ დეპრესიაში და უიმედობა იპყრობთ. რეალურად კი დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

დემეტრა

პასიურნი, მაგრამ ძლიერნი და მგრძნობიარენი – ასე ახასიათებენ ძველი ბერძნები დემეტრას ტიპის ადამიანებს. არაფერს ითხოვენ, მტკიცე, მშვიდი ოჯახისა და ჯანმრთელი, ნორმალური შვილების გარდა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე არიან, როცა ჯანმრთელ და დამჯერ შვილებს ხედავენ. ალერსით ეპყრობიან მეუღლეს და მთელი არსებით მიისწრაფვიან სიმშვიდისა და სიმყუდროვისკენ.

ჰერმესი

ჰერმესის ტიპს აქტიური, მოძრავი, მაგრამ სუსტი ადამიანები განეკუთვნებიან. ადვილად ვარდებიან დეპრესიაში, თუმცა ადვილადვე ახერხებენ მისგან თავის დაღწევას. უყვართ და შეუძლიათ კიდეც რისკზე წასვლა, თუმცა საკუთარ წარუმატებლობებს ძნელად იტანენ. მათგან შესანიშნავი მენეჯერები და პროდიუსერები გამოდიან. სულ მცირეოდენი წარმატება და თავს ჭეშმარიტად ბედნიერ ადამიანებად მიიჩნევენ.

ზევსი

აქტიური, ძლიერი, ნებისყოფიანი ტიპი. ისინი ცხოვრებას, ძირითადად, ერთი მიმართულებით წარმართავენ – ძალაუფლება და კარიერა. გარშემო მყოფებში კი თანამოაზრეებსა და მეგობრებს კი არა, კონკურენტებს ხედავენ. ეს ადამიანები სამუდამოდ იმახსოვრებენ ვიღაცის მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილ ფრაზას და მზად არიან, ოცი-ოცდაათი წლის შემდეგაც კი იძიონ შური. რითაც არა მარტო თავად იტანჯებიან, ახლობლებსაც აწამებენ.

აპოლონი

ამ ტიპის ადამიანები პასიურები, ცვალებადი ხასიათის მქონენი არიან. გამოირჩევიან განსაკუთრებული არტისტიზმით და სულ მაყურებელს ეძებენ, ცხოვრებას კი ისე აღიქვამენ, როგორც სცენას. საუბრისას ხშირად იყენებენ მეტაფორებს. ავადმყოფურად აღიქვამენ ნებისმიერ შენიშვნას და კრიტიკას. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები კი თავს ბედნიერად გრძნობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი