ტესტები

რა მოხდება მომავალში

№20

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 29.05, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

გინდათ, იცოდეთ, რა მოხდება მომავალში. ეს ფსიქოლოგიური ტესტი სწორ მიმართულებას მიგანიშნებთ. სურათს შეხედეთ და ერთ–ერთი ჭიკარტი აირჩიეთ. დიდხანს არ იფიქროთ, პირველ გრძნობას ენდეთ.

წითელი ჭიკარტი – ცხოვრებისგან წარმოუდგენელ ემოციებს ელოდებით და მზად ხართ დაგროვილი პოტენციალის გამოსავლენად. კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც წარმატება გელით. მცირე დაბრკოლებებს დიდ ყურადღებას ნუ აქცევთ, რადგან ამან შეიძლება, თქვენი სიმშვიდე დაარღვიოს.

მწვანე ჭიკარტი – მწვანე ჭიკარტი თავისუფლებასა და სიმშვიდეს ნიშნავს. სიწყნარე და კომფორტი გიყვართ და ახლა სწორედ ეს გაკლიათ. დარწმუნებული იყავით, მალე ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შენიშნავთ. ამ მომენტის დასაახლოებლად, კი სწორი ხალხი შემოიკრიბეთ, ტოქსიკური გარემო კი მოიშორეთ.

ყვითელი ჭიკარტი – ერთ რამეში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: თქვენს ყველა ქმედებაში მხოლოდ დადებითს ხედავთ და პოზიტიურად აზროვნებთ. ისეთი თვისებები გაქვთ, რომელიც ბევრ ადამიანს აკლია. ერთ-ერთი საკუთარი თავის რწმენაა.

ნარინჯისფერი ჭიკარტი – თქვენი ცხოვრება სასიამოვნო წვრილმანებითაა სავსე, რომელსაც სიამოვნებით ამჩნევთ. გიყვართ ყველაფრის დაგეგმვა და დღის წესრიგის შედგენა. თქვენი ცხოვრება თავგადასავლებითაა სავსე.

ვარდისფერი ჭიკარტი – თქვენი ცხოვრება მთლიანად გაკმაყოფილებთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ არასაკმარისად ხართ რეალიზებული. მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

იასამნისფერი ჭიკარტი – თუ ადრე საზოგადოება თქვენზე დიდ გავლენას ახდენდა, ახლა ასე არაა, ნაკლებად გადარდებთ, რას ფიქრობენ სხვები. ხშირად ეს თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს.

ცისფერი ჭიკარტი – ახლა ბევრ რამეს ითმენთ. იქნებ გადაწყვიტოთ, რა არ მოგწონთ და რა გსურთ სინამდვილეში. თამამი იყავით, მას შემდეგ, რაც თქვენს აზრებს ჩამოწერთ ან გააჟღერებთ, ყველაფერი გამარტივდება.

ნაცრისფერი ჭიკარტი – ერთფეროვნად ცხოვრობთ. შესაძლოა, გადაწყვიტოთ შეცვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი გონივრულად მოიფიქრეთ და მომავალი მშვიდად დაგეგმეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი