ტესტები

აირჩიეთ გული და გაიგეთ რა გელის მომავალში

№12

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 02.04, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ამ ტესტის წესები ძალიან მარტივია. ფოტოდან აირჩიეთ გული, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და შემდეგ წაიკითხეთ განმარტება:

გული N1

მოემზადეთ ცვლილებებისთვის და უარყოფითი შედეგების ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ ცხოვრებას უამრავი სასიამოვნო სრულიად მოულოდნელად მოაქვს. თუ ძველი კარის დახურვა უკვე გაბედეთ, სირთულეებს ნუ მისცემთ უფლებას, შეგაშინოთ. როცა ამ ეტაპს გაივლით, თქვენს მიზანს კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდებით. ენდეთ საკუთარ თავს, იყავით თავდაჯერებული და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

გული N2

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ნუ აჩქარდებით. იყავით თანმიმდევრული და მომთმენი და დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. უფრო მეტი სითბო და სიყვარული გამოავლინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ და მათგანაც იმავეს მიიღებთ. ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ, ხშირად მოუსმინეთ მუსიკას, გაისეირნეთ და ყოველი მომდევნო ნაბიჯი კარგად განსაზღვრეთ.

გული N3

გადახედეთ თქვენს ცხოვრებას. რატომ ფიქრობთ, რომ ყოველი დღე ერთნაირია? გახსოვდეთ, რომ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ. სინამდვილეში, ძალიან ბევრი რამ არც ისე რთულია, როგორც გეჩვენებათ. ყველა შესაძლებლობა თქვენს ხელშია. გაისეირნეთ, შაბათ-კვირას კაფეს ესტუმრეთ, შეეხმიანეთ მეგობრებს – მთავარია, თავად გინდოდეთ რაიმეს შეცვლა. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რუტინად ქცეულ წესებს გადაუხვიოს და რაღაც ახალი გააკეთოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი