ტესტები

პიროვნების ტესტი

№35

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 11.09, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ეს ტესტი ძალიან მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ. შეხედეთ ფოტოს და თქვით, რომელი სახეა უფრო ბედნიერი. აირჩიეთ ის, რომელზედაც პირველად გაიფიქრეთ. დროა, შედეგებს გაეცნოთ.

🛑თუ პირველი სახე აირჩიეთ, თქვენში მარცხენა ნახევარსფერო უფრო აქტიურია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გონებასა და რაციონალურობაზე დაყრდნობით იღებთ. ორი გზიდან აირჩევთ იმას, რომელიც უფრო პრაქტიკული და ნაკლებად სარისკო ჩანს. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს. ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალს ადვილად პოულობთ. თქვენი მოტყუება და დაბნევა რთულია;

🛑 თუ ფიქრობთ, რომ მეორე სახე უფრო ბედნიერად გამოიყურება, თქვენში მარჯვენა ნახევარსფერო დომინირებს. კრეატიული და შემოქმედებითი ხართ. სამყაროს განსხვავებულად უყურებთ, მასში უფრო მეტად სილამაზესა და ჰარმონიას ამჩნევთ. ემოციური პიროვნება ხართ, ზოგჯერ – დაუცველი. ეს რაღაც ახლის შექმნაში გეხმარებათ. სულ ცდილობთ, სამყარო რაღაც ახლითა და ლამაზით შეავსოთ. მუდმივად ძიებაში ხართ: იდეები, უჩვეულო და საინტერესო ნივთები. თუ კარიერულ გზას ირჩევთ, ყურადღება მიაქციეთ პროფესიებს, სადაც რაღაც ახალი უნდა შექმნათ.

P.S. რა თქმა უნდა, პიროვნების ტესტის შედეგები ძალიან ერთმნიშვნელოვნად არ უნდა მიიღოთ. რომელიმე ნახევარსფეროს დომინირება, არ ნიშნავს, რომ ის იზოლირებულია. ყველა ადამიანს აქვს ემოციური და რაციონალური ნაწილი. უბრალოდ, ზოგთან ერთია უფრო გამოკვეთილი, ზოგთან – მეორე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი