ტესტები

ფრჩხილები გეტყვიან

№36

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 19.09, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

დახედეთ თქვენს ფრჩხილებს და წაიკითხეთ ხასიათის თავისებურებების შესახებ, ანუ შეიტყვეთ ის, რაც ჯერ კიდევ არ იცოდით საკუთარ თავზე.

👉გრძელი ფრჩხილები თუ გაქვთ, ინტელექტით გამორჩეული ბრძანდებით, კომუნიკაბელური და მხიარული პიროვნება. გაქვთ იუმორის გრძნობა. გიყვართ სიახლეები. ახალი ურთიერთობები და ემოციები. საქმეში ფრთხილი და დაფიქრებული ხართ. თქვენი პრინციპია „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“. დიდ ყურადღებას უთმობთ დეტალებს და შეგიძლიათ, დაუზარებლად იშრომოთ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

👉განიერი ფრჩხილები – დაკვირვებული და პრინციპული ადამიანი ხართ. ვიდრე აზრს გამოთქვამთ, თითოეულ სიტყვას საგულდაგულოდ არჩევთ. კარგად ერკვევით ადამიანებში, ამიტომ მეგობრები ხშირად გეკითხებიან რჩევას. ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯიუტად მიიწევთ დასახული მიზნისკენ.

👉მოკლე, მრგვალი ფრჩხილები – შემოქმედებითი ნატურა ხართ, ცოტა დრამატულიც. ძლიერი ხასიათი გაქვთ. გიყვართ მხიარულება. რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის იცავთ ახლობლებს. პრობლემებს ზოგჯერ შიშველი ხელებით ეჭიდებით. ამბობენ, რომ ჯიუტი ხართ, თუმცა ასეთი წარმოდგენა მხოლოდ იმიტომ ექმნებათ, რომ საოცრად თავდაჯერებული ბრძანდებით.

👉ოთხკუთხედი ფრჩხილები – აკურატული და ცხოვრებისეულ სიტუაციებში ძალიან რეალისტი ხართ. არასდროს გაურბიხართ პასუხისმგებლობას. ხშირად განდობენ რთულ საქმეს. სამუშაოს ყოველთვის საგულდაგულოდ და სკრუპულოზურად ასრულებთ. შეიძლება მოსაწყენ ადამიანს ჰგავხართ, თუმცა გართობა და მხიარულებაც ძალიან გიყვართ.

👉 სამკუთხედი ფრჩხილები – ეს იშვიათი ფორმაა. მისმა პატრონმა ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებისგან. აქვს მკაფიო და კონკრეტული მიზნები. ვნება და სიჯიუტე მისი თვისებებია. სათქმელს პირდაპირ ამბობს. მისი აზრით, მიზნის მისაღწევად დიდი შრომა კი არა, ჭკუაა საჭირო.

👉ოვალური ფრჩხილები – არტისტული ბუნების, რბილი და მზრუნველი ადამიანი ხართ. ძალიან აფასებთ სილამაზეს. ადვილად ხიბლავთ ირგვლივ მყოფებს. შეგიძლიათ, რამდენიმე საქმე ერთდროულად ხარისხიანად აკეთოთ. არ გიყვართ სიზარმაცე. პირად ურთიერთობაში კი ისეთი ვნებიანი ხართ, რომ ვერავინ შეგედრებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი