ტესტები

ფეხსაცმლის მიხედვით

№15

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 25.04, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ფიქრობთ, რომ სულერთია, ფეხზე რა გეცმევათ? სულაც არ არის ასე. სანამ ტექსტს წაიკითხავდეთ, ყურადღებით შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი – ის ფეხსაცმელი, რომელსაც ყველაზე ხშირად ჩაიცვამდით და გაიგეთ განსაკუთრებული სიახლეები საკუთარ თავზე.

მაღალი ქუსლი, ქალური და რომანტიკული – ზედმეტად რომანტიკული ხართ. ყოველდღიურ სამოსშიც კი ელეგანტურად გამოიყურებით. გაქვთ განუმეორებელი ხიბლი და ინდივიდუალურობა. მამაკაცები მუდამ კომპლიმენტებით განებივრებენ. ამაყი ხართ და საკუთარი თავის ფასიც იცით. დაჩაგვრის უფლებას არავის აძლევთ. თითქოს რეალობაში ცხოვრება არ გსურთ, არ გინდათ დაიჯეროთ, რომ თანამედროვე სამყაროში რაინდები და პრინცები აღარ არსებობენ. ძალიან კეთილი და ცოტათი გულუბრყვილოც ხართ. მუდამ გულის კარნახით მოქმედებთ, თუმცა, დროა გონებასაც მოუხმოთ.

ორიგინალური „სანდლები“ – ლამაზი ხართ. ყოველ შემთხვევაში, გაქვთ ისეთი ხიბლი, რომ მამაკაცები თქვენით ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან, მაგრამ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი კაცის ერთგული ხართ. ერთგულება თქვენი საუკეთესო თვისებაა.

პრაქტიკული, სპორტული, თუმცა მოდური ფეხსაცმელი – თქვენნაირ ცოლზე ყველა მამაკაცი ოცნებობს. იდეალური დიასახლისი და ვნებიანი საყვარელი ხართ. ზუსტად იცით, რისი მიღება გსურთ ცხოვრებისგან. ახერხებთ, თავი მოაწონოთ გარშემო მყოფებს. სამსახურშიც სამართლიანი ხართ და კოლეგები გაფასებენ.

მხოლოდ ბრენდული, უახლესი მოდელი – ეგოიზმის ნატამალიც კი არ გირევიათ. მუდამ ოჯახზე, მეგობრებსა და ქმარ-შვილზე ფიქრობთ. თქვენთვის გულის ტკენა ძალიან ადვილია. ისეთ მეორე ნახევარს იმსახურებთ, რომელსაც ეყვარებით და ხელის გულზე გატარებთ.

„ბალეტკები“ – მზერითაც კი ხიბლავთ გარშემო მყოფებს. წინ მაღლა აწეული თავით მიიწევთ. არ გეშინიათ ბარიერების, დაბრკოლებების. ზოგიერთს გულცივი ჰგონიხართ, მაგრამ ასე არაა. თქვენ იცით, რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ დასახულ მიზანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი