ტესტები

ყველაფერი თვითშეფასებაზე

№14

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 18.04, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

გაინტერესებთ როგორ აფასებთ საკუთარ თავს? ეს ტესტი თვითშეფასებაზეა, რაც ყოველი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აიღეთ სუფთა ფურცელი და საკუთარი ავტოპორტრეტის ხატვას შეუდექით. საჭიროა გამოსახულება იყოს სრული, მთელი ტანით. მნიშვნელობა არა აქვს, კარგად ხატავთ, თუ ცუდად. ხატვის დასრულებამდე პასუხებს არ გადახედოთ.

დახატეთ? ახლა პასუხებიც ნახეთ:

თავი – თუ ნახატს ტანთან შედარებით დიდი ზომის თავი გაუკეთეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ინტელექტუალურ ადამიანად მიიჩნევთ, თუმცა ერუდიციის დონესთან დაკავშირებით გარკვეული კომპლექსები გაქვთ. თუკი თავი პატარა ზომისაა, ეს ნიშნავს, რომ სოციუმთან ადაპტაცია გიჭირთ.

თვალები – თუ თქვენს ავტოპორტრეტს დიდი ზომის თვალები აქვს, ძალიან ცნობისმოყვარე ბრძანდებით, ცოტა ეჭვიანიც. თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს და შეხედულებებს. თუკი თვალები პატარაა ან სულაც წერტილოვანი, ხშირად ატარებთ საკუთარ სულში „რევიზიას“, მოგწონთ ფსიქოანალიზი. ამ ტესტის გაკეთებაც, სწორედ, ამ ფაქტმა გაიძულათ.

ყურები და ცხვირი – თუკი ნახატზე ფიგურას დიდი ყურები დაუხატეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. გრძელი ცხვირი მომატებულ სექსუალურ ტემპერამენტზე მეტყველებს, ხოლო ნესტოებზე აქცენტის გაკეთება (წერტილები ცხვირის მაგივრად) მიუთითებს იმას, რომ საკმაოდ ფიცხი და აგრესიული პიროვნება ბრძანდებით.

პირი – თუკი ნახატზე პირი დომინირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საუბრის გარკვეული კომპლექსი გაქვთ ან გიჭირთ საკუთარი ნააზრევის სწორად გადმოცემა. თუკი თქვენ პატარა პირის მქონე ან სულაც უპირო კაცუნა დახატეთ, დეპრესიულობისკენ მიდრეკილი ან ასოციალური პიროვნება ხართ.

ხელები – სიმბოლურად გამოხატავს თქვენს კავშირს გარშემო მყოფებთან. თუკი ნახატზე ხელები დამუშტული გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მკაცრი, მეთოდური და ნაკლებკონტაქტური ადამიანი ხართ. ჩამოშვებული ხელები შინაგან ემოციურობაზე მიანიშნებს. ხოლო ტანთან შედარებით გრძელი, გაწელილი ხელები ამბიციურ, დიმინირების მოყვარულ ადამიანზე გვაძლევს ინფორმაციას.

ფეხები – თუკი ფიგურა გრძელ ფეხებზე შემოასკუპეთ თქვენში მოჭარბებული დოზითაა თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. ხოლო, თუ თქვენ ფიგურას ფეხები საერთოდ არ დაუხატეთ, თქვენ ძალიან ბევრ, გასაიდუმლოებულ მაქინაციაში იღებთ მონაწილეობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი