ტესტები

კიდევ ერთხელ სიყვარულზე

№20

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 30.05, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

თანამედროვე ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ექვსი სახის სიყვარული არსებობს: ეროსი, თამაში, დაგროვება, პრაგმა, მანია, აგაფე. ამ ტესტის საშუალებით თქვენ გაიგებთ, რომელი სახის სიყვარული შეგიძლიათ.

შეაფასეთ თითოეული დებულება 1-დან 5 ქულამდე:

1 – სრულიად არ ვეთანხმები;

2 – ნაწილობრივ არ ვეთანხმები;

3 – მიჭირს პასუხის გაცემა;

4 – ნაწილობრივ ვეთანხმები;

5 – სრულიად ვეთანხმები.

მონიშნეთ თქვენთვის შესაბამისი ქულა პასუხის გასწვრივ:

* მე და ჩემმა პარტნიორმა ერთმანეთისადმი ლტოლვა პირველივე შეხვედრისთანავე ვიგრძენით;

* ვგრძნობ, რომ მე და ჩემი პარტნიორი ერთმანეთისათვის ვართ გაჩენილები;

* კარგა ხანს ვერ ვხვდები, რომ თურმე, ადამიანი შემიყვარდა;

* ადამიანი რომ შემიყვარდეს, ჯერ მისგან უნდა ვიგრძნო გულწრფელი ყურადღება;

* საუკეთესო სიყვარული ხანგრძლივი მეგობრობიდან იწყება;

* სინამდვილეში, სიყვარული არის მეგობრობა და არა იდუმალი, მისტიკური ემოცია;

* ვცდილობ, ჯერ გულდასმით დავგეგმო ჩემი ცხოვრება და მერე ავირჩიო პარტნიორი;

* როცა სასიყვარულო ურთიერთობები მენგრევა ისეთ დეპრესიაში ვვარდები, რომ თვითმკვლელობაზეც ვფიქრობ;

* როცა შეყვარებული ვარ, არაფერზე შემიძლია ყურადღების კონცენტრაცია;

* ჩემი პარტნიორის გულისათვის მე ყველაფერს ავიტან.

დათვალეთ ქულები:

ყველაზე მეტი ქულა – ეროსი, შემდეგ – თამაში, უფრო ნაკლები ქულა – დაგროვება, კიდევ უფრო ნაკლები – პრაგმა, უფრო ნაკლები – მანია, ყველაზე ნაკლები – აგაფე.

ეროსი: პარტნიორის შერჩევის დროს ძირითადი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ გარეგნობას. ასეთი სიყვარული იწყება და ვითარდება ძალიან სწრაფად. ახასიათებს ძლიერი სექსუალური ლტოლვა.

თამაში: ადამიანები სიყვარულს არ აღიქვამენ სერიოზულად. მათ ამოძრავებთ საკუთარი სიამოვნების მიღება და არ ითვალისწინებენ პარტნიორის სურვილებსა და ემოციებს.

დაგროვება: მშვიდი სასიყვარულო ურთიერთობის ფორმაა, რომელიც საწყისს იღებს მეგობრობიდან და ნელ-ნელა ვითარდება. ასეთ პარტნიორებს საერთო წარმოდგენები და შეხედულებები აქვთ.

პრაგმა: სიყვარული, რომელიც ემყარება მეორე ადამიანის მონაცემების გულმოდგინე დაანგარიშებას. სიყვარულის ამ ფორმას, გათვლით სიყვარულსაც ეძახიან.

მანია: ემოციური სიყვარულის ფორმაა, წააგავს ექსტრემალურ სპორტს. ეს ფორმა შეეფერება გავრცელებულ სტერეოტიპს, რომელსაც უწოდებენ რომანტიკულ სიყვარულს, ეს არის გაუხედნავი ლტოლვა.

აგაფე: ეს არის ისეთი სიყვარული, როდესაც ადამიანი არ ფიქრობს საკუთარ თავზე, მისთვის პირველადი მნიშვნელობის მისივე პარტნიორია და მხოლოდ მათ სიამოვნებაზე ზრუნავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი