ტესტები

ხასიათი საცურაო კოსტიუმით

№4

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 07.02, 2021 წელი

საცურაო კოსტიუმი -
პიროვნული ტესტი
დაკოპირებულია

ადამიანს ყოველდღიური ჩვევები და მრავალი სხვა  „წვრილმანი“ აყალიბებს  ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია.  ნივთები  უსიტყვოდ და შინაარსიანად მეტყველებს მის მფლობელზე. მათ შორისაა ტანსაცმელიც. საცურაო კოსტიუმის მიხედვით კი შეიძლება, ადამიანის მიდრეკილებები დავადგინოთ. 
დააკვირდით, როგორი სახის საცურაო კოსტიუმებს ანიჭებთ უპირატესობას.

1. მუქი ფერის მთლიანი საცურაო კოსტიუმი – კლასიკა, რომელიც სულ მოდურია.
ზუსტად იცით, იმისათვის, რომ სექსუალური იყოთ, არ არის აუცილებელი, გაშიშვლდეთ. კლასიკა ყოველთვის მუშაობს და აქტუალურია ასაკის მიუხედავად. ზოგიერთი ფიქრობს, ვინც ვინტაჟურ მთლიან საცურაო კოსტიუმს ატარებს, ძველმოდურია, მაგრამ ეს საკითხი სადავოა. მსგავსი საცურაო კოსტიუმები მუდამ მოდაშია და ამასთან, აქტუალური. თქვენც ასეთი ქალი ხართ – მუდამ აქტუალური.
2. ბიკინი – თამამი და თავისუფალი
საკმაოდ თამამი ხართ, აკეთებთ იმას, რისიც სხვებს შეეშინდებოდათ და შერცხვებოდათ. გარდა ამისა, სერიოზულიც ხართ და დაწყებულ საქმეს ლოგიკურად ამთავრებთ. თავდაჯერებულობა თქვენი კოზირია. დიახ, თქვენ სხვებზე ბევრად თამამი ხართ. გიყვართ ადამიანების შოკირება, გიყვართ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ – ყველა ღირსებითა და ნაკლით.
3. ზურგზე ღრმად ამოჭრილი საცურაო კოსტიუმი: კრეატიული და უნიკალური
თამამი ხართ: თქვენი დევიზია: „ან ყველაფერი, ან არაფერი!“. გიყვართ მძაფრი შეგრძნებები. ამასთან, აფასებთ კომფორტს. საკუთარ თავთან გულახდილი ხართ. გიზიდავთ მძაფრი შეგრძნებები, მათკენ ნებისმიერი გზით მიილტვით. დიახ, ამ ტიპს შეიძლება, თავგადასავლების მაძიებელიც ვუწოდოთ.
4. ბიჭური შორტები – სპორტული და საყვარელი
აქტიური ხართ, ფაქტობრივად, არაფერზე ამბობთ უარს. გარშემო მყოფები მიიჩნევენ, რომ ნიჭიერი და პრაგმატული ხართ, ყველაფერ ამას კი სამოსით უსვამთ ხაზს. არ გადარდებთ, როგორ გამოიყურება საცურაო კოსტიუმი, მთავარია, მოსახერხებელი იყოს.
5. საცურაო კოსტიუმი-მინი კაბა – უკარება და მგრძნობიარე
მსგავს საცურაო კოსტიუმს თავდაჭერილი და მშვიდი პიროვნებები ირჩევენ, რომლებთანაც ყოფნა სიამოვნებაა. ამასთან, მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ და წარმოუდგენელი შინაგანი სილამაზე. ისინი არიან ქალური ნატურები, რომლებიც საკმაოდ თავმდაბლები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი