ტესტები

ხართ ბიზნესაქტიური?

№21

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 04.06, 2023 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ძალიან საინტერესო და ინფორმაციული ტესტია. თუ გინდათ, გაიგოთ რამდენადაა თქვენში ბიზნესის ნიჭი, მაშინ ეს ტესტი არ უნდა გამოტოვოთ. დახედეთ ჯერ ნახატებს, დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი და გაიგებთ, წარმატებული იქნება თუ არა თქვენი ბიზნესგეგმები.

ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები:

1. ყოველთვის საკუთარი თავის იმედად ხართ, როგორც მარტოხელა მგელი. მიეჩვიეთ, ცხოვრებას საკუთარი ძალებით შეეჭიდოთ. გჯერათ წარმატების და უკან არასოდეს იხევთ. ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და გაანალიზების იშვიათი ნიჭი გაქვთ. არც სირთულეების გეშინიათ და არც თამამი ნაბიჯების

რამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ თამამი ნაბიჯების გადადგმაში? - გამოუცდელობამ ადამიანებთან ურთიერთობაში. ბიზნესმენი კომუნიკაციის ხელოვნებას უნდა ფლობდეს. ისწავლეთ ადამიანებთან კონტაქტი. მოუსმინეთ სხვებსაც და გაითვალისწინეთ რჩევები, ზოგჯერ მაინც.

2. თქვენ გაქვთ უნარი, მოვლენებს რამდენიმე ნაბიჯით გაუსწროთ. შეგიძლიათ მომავლის დანახვა. ბიზნესში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში. კონტაქტისთვის ისეთ ადამიანებს ირჩევთ, რომლებიც თქვენს წინსვლას შეუწყობენ ხელს. თქვენ გვერდით მყოფი ყველა ადამიანი გჭირდებათ და ეფექტურად იყენებთ კიდეც მათ უნარებს. ყველა ნაბიჯი გათვლილი და გაანალიზებული გაქვთ. ბიზნესი აშკარად თქვენი სტიქიაა და თუ ჯერ არაფერი წამოგიწყიათ, მაგრამ იდეა გაქვთ, ბევრი ფიქრი საჭირო აღარაა.

3. თქვენ გაქვთ უნარი, ნებისმიერი იდეა მატერიალიზებული გახადოთ, დაარწმუნოთ გარშემო მყოფები იდეის სისწორეში. ნებისმიერს დაუმტკიცებთ საკუთარი პოზიციის სისწორეს. ადამიანებს თქვენი სჯერათ. მართალი რომ არც იყოთ, ამას მაინც შეძლებთ, რადგან სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. დიახ, მოგწონთ ადამიანური ურთიერთობები, მაგრამ ფული მაინც პირველ ადგილზეა. თუ თქვენს ნიჭს საჭირო მიმართულებით წარმართავთ, წარმოუდგენელ სიმაღლეებს დაიპყრობთ, თანაც არამარტო ბიზნესში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი