ტესტები

გამოიცანით პარტნიორის აზრები

№12

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 04.04, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ძალიან კარგიa, თუ საყვარელი ადამიანის გესმით, მაგრამ იქნებ ცდებით...

 

1. თქვენს საყვარელ ადამიანთან პირველად გაატარეთ დიდი დრო და ღამეც. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამის შემდეგ?

ა) დღე და ღამე რეკვას დაიწყებს;

ბ) მალე ოფიციალური წყვილი გავხდებით;

გ) მგონი, მეტისმეტად მორიდებულია;

დ) უკვალოდ გაქრება და ვეღარ ვნახავ.

2. ადამიანი, რომელსაც სამი თვეა ხვდებით, მოულოდნელად გიცხადებთ, რომ თქვენთან ურთიერთობას ჯერჯერობით წყვეტს და მოსაფიქრებლად დროს ითხოვს. თქვენ...

ა) განაწყენებული სხვასთან იწყებთ ფლირტს;

ბ) ფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს პერიოდი, როცა უკან იხევს, თუ ურთიერთობა სერიოზულ ფორმას იღებს;

გ) ფიქრობთ, რომ მას რაღაც პრობლემები აქვს და მოსაფიქრებლად დროს აძლევთ;

დ) ფიქრობთ, რომ იჩქარა, როცა ირწმუნებოდა, რომ უყვარდით.

3. როცა ადამიანი იწყებს ლაპარაკს, თუ რა მძიმე ცხოვრება ჰქონდა ყოფილთან, ამით მიგანიშნებთ, რომ თქვენთან ფლირტზე მზადაა?

ა) დიახ;

ბ) არა.

4. რა მიგახვედრებთ, რომ თქვენმა სასიყვარულო ურთიერთობამ სერიოზული ფორმა მიიღო?

ა) მისი ოჯახის წევრების გაცნობა;

ბ) სამოგზაუროდ ერთად წასვლა;

გ) დღე და ღამე ერთად ყოფნა;

დ) ფიზიკური სიახლოვე.

5. თქვენი შეყვარებული ნაკლები სიხშირით რეკავს, თქვენ მას საყვედურობთ, ის გარწმუნებთ, რომ ენატრებით, მაგრამ ძალიან დაკავებულია...

ა) ის ნამდვილად დაკავებულია;

ბ) ეს ურთიერთობა დასასრულისკენ მიდის;

გ) მას თქვენ რაღაცით იმედები გაუცრუეთ;

დ) შესაშფოთებელი არაფერია, სასიყვარულო ურთიერთობების დროს ასეთი რამეები ხდება.

6. სეირნობისას თქვენი შეყვარებული სხვა ადამიანს მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს.. ასეთ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ...

ა) მას მაინც უყვარხართ;

ბ) მას არ უყვარხართ.

ტესტის „გასაღები“

პასუხებში 1-ა, 2-ბ, 3-ბ, 4-ა, 5-ბ, 6-ა – დაწერეთ 1 ქულა; დანარჩენში – 0.

ნახეთ შედეგები:

0-2 ქულა: ყველაფრის გჯერათ, რასაც გეუბნებიან. თუნდაც სიტყვები არანაირ ლოგიკას არ შეესაბამებოდეს. შესაძლოა, არც იცით, როგორ აღმოაჩინოთ შესაფერისი პარტნიორი.

3-4 ქულა: თქვენ საკმაოდ კარგად შეგიძლიათ ადამიანის აზრების გამოცნობა. იცით, რომ მისი მოქმედება სიტყვებზე უფრო მეტყველია.

5-6 ქულა: თქვენთვის ადამიანი გამჭვირვალე არსებაა. იცით, რა განსხვავებაა ნამდვილ ინტერესსა და თვალთმაქცობას შორის. მიწაზე მყარად დგახართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი