ტესტები

გამდიდრდებით, თუ ვერა

№6

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 21.02, 2021 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

გაინტერესებთ, შეგიძლიათ თუ არა სწრაფად გამდიდრება? არ დაიზაროთ და შეამოწმეთ. მარტივია – ტესტის ყოველ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში თითო ქულა  უნდა დაიწეროთ.
1. გონებაში კარგად ანგარიშობთ?
2. ეკონომიური ადამიანი ბრძანდებით?
3. გეგმავთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას?
4. გაგიმართლათ პროფესიის არჩევანში?
5. გაქვთ სურვილი, გქონდეთ „თქვენი საქმე“?
6. შეგიძლიათ, ადამიანებს უხელმძღვანელოთ?
7. არასოდეს იმართლებთ თავს?
8. შეგიძლიათ, საკუთარ თავს რეკლამა გაუკეთოთ?
9. გიყვართ იშვიათი ნივთები?
10. ქუჩაში, სახალხო ტრანსპორტში და ასე შემდეგ კრეფთ „უპატრონოდ“ მიმოფანტულ ხურდა ფულს?
11. გჯერათ იღბლის?
12. შეძლებდით მილიონი ლარის დახარჯვას?
შედეგები:
10–12 ქულა: თქვენ მდიდარი ადამიანის აზროვნება, წარმოსახვა და პოტენციალი გაქვთ. თუ ჯერ კიდევ არ გამდიდრებულხართ, იჩქარეთ, გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები.
6–9 ქულა: თქვენ შეგიძლიათ ფულის სწორად გადანაწილება, ცხოვრებაში ყოველთვის საკმარისი ფინანსები გექნებათ, მაგრამ… მილიონერი? ალბათ, ვერ გახდებით.
0–5 ქულა: სამწუხაროდ, „დიდი ფული“ მხოლოდ ტელევიზორის ეკრანზე შეიძლება, ნახოთ. დაუყოვნებლივ შეიცვალეთ დამოკიდებულება წარმატებისა და სიმდიდრის მიმართ (სხვაგვარად თქვენი პირადი ფინანსური წარმატება გამორიცხულია) ან გონივრულად დაგეგმეთ ქორწინება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი