ტესტები

გაიხსენეთ თქვენი ჩვევა

№49

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 18.12, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

ჩვენი ყოველი ქმედება ჩვენივე ქვეცნობიერითაა განპირობებული. ეს მარტივი და სახალისო ფსიქოლოგიური ტესტი, ერთი კითხვით გასცემს პასუხს თქვენ შესახებ ბევრ შეკითხვას. უბრალოდ, უნდა გაიხსენოთ შხაპის მიღებისას სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველად.

•თმა

ადამიანი, რომელიც ბანაობას თმის დაბანით იწყებს, პუნქტუალურია. მიჩვეულია წესრიგს და ყველაფერს თავის დროზე აკეთებს. მასზე შეიძლება ითქვას, რომ თავდაჯერებული, სერიოზული და ჭკვიანია.

•სახე

თუ შხაპის მიღებისას ჯერ სახეს იბანთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გაწუხებთ. ადამიანს, რომელიც რაღაცაზე დარდობს და პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს, სწრაფად სურს საკუთარი შეგრძნებების მოწესრიგება, ეს კი ფსიქოლოგიურად სახის დაბანით გამოიხატება. ანუ, გსურთ, რომ სხვის თვალშიც კარგად გამოიყურებოდეთ და ასეცაა სახის საფუძვლიანი მოვლის საბაბი.

•კისერი და მხრები

ქვეცნობიერად, სხეულის ეს ნაწილები სამუშაოსთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ადამიანი, რომელიც შხაპის მიღებისას ჯერ კისერსა და მხრებს იბანს, შრომისმოყვარეა, თუმცა მიდრეკილია პერფექციონიზმისკენ. აქვს მოთმინებისა და გამძლეობის უნარი. თუ სხვები დაბრკოლებების წინაშე ჩერდებიან, ისინი მზად არიან მიზნის მისაღწევად.

• მკერდი

ადამიანი, რომელსაც არ აწუხებს ზედმეტი სიმორცხვე და კომპლექსები, შხაპის მიღებას მკერდიდან იწყებს. თუ თქვენ ასე იქცევით, ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ხართ და სხვის აზრს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ. შეიძლება გაითვალისწინოთ კიდეც, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მსგავსი ხასიათი თქვენს ლიდერულ თვისებებზე არ მიუთითებს, მაგრამ საყოველთაო პატივისცემას იმსახურებთ.

• ზურგი

ადამიანი, რომელიც ბანაობას ზურგიდან იწყებს, ხშირად მარტოსულია. ძალიან უჭირს სხვების ნდობა და მისი მოტყუება ურთულესია. ასეთ ადამიანებს ხშირად პარტნიორი არ სჭირდებათ, მარტოც კომფორტულად გრძნობენ თავს.

• ხელები და ფეხები

თუ ბანაობისას პირველს კიდურებს იბანთ, ეს თქვენს პრაქტიკულ და მოკრძალებულ ხასიათზე მეტყველებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ ხშირად ბევრს ფიქრობთ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავთ და ისე იღებთ გადაწყვეტილებას. შედეგს არასდროს ნანობთ. მაგრამ, თუ ადამიანი პირველად მკლავებს იბანს, ეს იმას ნიშნავს, რომ რთული სამუშაო აშინებს.

• ინტიმური ადგილები

შხაპის მიღებას ინტიმური ადგილებიდან ინტროვერტები იწყებენ. ასეთი ადამიანები ძალიან მორცხვები არიან. იშვიათად უშვებენ ახლოს სხვებს, მაგრამ ოჯახისა და ახლობლებისთვის მზად არიან, სიცოცხლე დათმონ. ვინც მათ კარგად იცნობს, ყველა აღფრთოვანებულია მათი მოკრძალებითა და სიკეთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი