ტესტები

აირჩიეთ ბუ და მიიღეთ პასუხი

№19

ავტორი: ელენე წულუკიძე 14:00 22.05, 2022 წელი

ტესტი
დაკოპირებულია

თუ იმ კითხვებზე პასუხების მიღების მწვავე აუცილებლობას გრძნობთ, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, ამ საინტერესო ტესტის გავლას გთავაზობთ. თქვენ მხოლოდ აირჩიეთ და ბრძენი ბუ დაგეხმარებათ.

ბუ #1 – თუ პირველი ბუ აირჩიეთ, ეს გარკვეულ ნეგატიურ გამოვლენას, ბრაზს და წყენას ნიშნავს. თქვენს ცხოვრებაში „გამოჯანმრთელების“ ეტაპია. ოღონდ რატომღაც ამას ეგოიზმითა და სიამაყით გამოხატავთ. გირჩევთ, ეს თვისებები მოიშოროთ.

ბუ #2 – თუ მეორე ბუ აირჩიეთ, დახმარების თხოვნა გიჭირთ. მინდობა უნდა ისწავლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობლებსა და მეგობრებს დაკარგავთ.

ბუ #3 – მნიშვნელოვანი მომენტები ხელიდან არ გაუშვათ. ყველაფერი ერთდროულად გააკეთეთ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ. ყოველთვის დაფიქრდით, რას ამბობთ და ვის ეუბნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელ ადამიანს შეიძლება, გული ისე ატკინოთ, რომ სამუდამოდ დაკარგოთ.

ბუ #4 – თუ ეს ბუ აირჩიეთ, ისწავლეთ სიმშვიდის შენარჩუნება და საკუთარი ემოციები ნებისმიერ სიტუაციაში აკონტროლეთ.

ბუ #5 – დაფიქრდით საკუთარ ქცევასა და სიტყვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ახლობლების, მეგობრების, თანამშრომლების ნდობა დაკარგოთ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. რწმენასა და პრინციპებს არ უღალატოთ და დარჩით ისეთი, როგორიც ხართ, რადგან სწორედ ასეთი უყვარხართ.

ბუ #6 – თუ ბოლო ბუ აირჩიეთ, მხოლოდ წარმატების იმედი არ გქონდეთ, რადგან ბედი დროებით ზურგს შეგაქცევთ. ეს იმიტომ, რომ სხვებს უსამართლოდ ექცევით. გადახედეთ საკუთარ ქცევებს და შეწყვიტეთ ფიქრი, რომ პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი