საზოგადოება

სამკაულების მაღაზია Time - თქვენი ოცნებების ასახდენად

ავტორი: „თბილისელები“ 12:27 13.09, 2022 წელი

სამკაულების მაღაზია
დაკოპირებულია

სამკაულების მაღაზია ყველა ქალისთვის საყვარელი საშოპინგო მიმართულებაა. ადგილი, სადაც წასვლაზე უარს არასოდეს იტყვიან. სამკაულების მაღაზია ყველა სტილისა გემოვნების მქონე ადამიანისთვის მაინც უცვლელი გარემოა.

თუ თქვენი ყოველდღიური სტილი, სპორტული, ოვერსაიზ ზედები, პერანგები, ფართხუნა შარვლები და ბოტასებია, ან თუნდაც კლასიკური პიჯაკი, შარვალი და ქუსლიანი ფეხსაცმელი, ორივე მათგანს ერთი რამ აქვთ საერთო. განსხვავებული სტილისა და ვიზუალის სამკაულების შესაძენად, რომელიც მსგავს რადიკალური სტილის სამოსებს თანაბრად მოუხდება, ერთ უნიკალურ სივრცეში სამკაულების მაღაზიაში დადიან. ასეთი უნივერსალური სივრცე Time-ის მაღაზიათა ქსელია, ადგილი, სადაც ათასობით ერთეული სამკაული თქვენი დამშვენების მოლოდინშია. ადგილი, სადაც მსგავსი სხვადასხვა სტილისა და გემოვნების მქონე ადამიანებისთვის უდიდესი არჩევანია, თანაც კოლექციები მუდამ განახლებადი.

Time-ის სამკაულების მაღაზია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების უახლეს მოდელებს წარმოგიდგენთ. ისეთ ექსკლუზიურ ბრენდებს, როგორიცაა PANDORA, Casio, Hamilton, Certina, Fossil, Emporio Armani, Armani Exchange, Michael Kors, DKNY, Skagen, Diesel, Timex, Citizen, Claude Bernard, Esprit, Pierre Cardin, Guess, Gucci, Gc, Luminox, Tommy Hilfiger, Cluse, Just Cavalli, Brosway, Rebecca, Ti Sento, Oliver Weber, Les Georgettes, Ania Haie, Isharya, Jos Von Arx, Parker, Wolf და სხვები.

შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბიჟუტერია, ოქროთი და ვერცხლით დაფარული მეტალები, ვერცხლის, ოქროს და სხვა მეტალების, ტყავისა და ქვებისგან შექმნილი უამრავი სამკაული, საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები ბროშები და ა.შ. თანაც, არამხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. გარდა სამკაულებისა კი, Time-ზე სხვადასხვა აქსესუარს შეხვდებით, საფულეებს, პერანგის სამაგრებს, კალმებს და სხვას. გენდერული ბალანსი აქაც რა თქმა უნდა, დაცულია.

სამკაულების მაღაზია თითოეულ მომხმარებელს უზარმაზარ არჩევანს და მოსახერხებელი ყიდვის ფორმებს სთავაზობს. თუ სამკაულების მორგება გსურთ, Time-ს საქართველოს მასშტაბით, 20-მდე ფილიალი გააჩნია. ხოლო, თუ საკმარისი დრო არ გაქვთ, მარტივად, ყველაფერი ონლაინ შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეიძინოთ და მოსახერხებელი მიტანის სერვისით, ნივთები მალევე ადგილზე გექნებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი