საზოგადოება

სალომე ჭელიძის წარმატება და გზა ნიუ-იორკის ჩელსის გალერეამდე

№17

ავტორი: „თბილისელები“ 13:00 03.05, 2021 წელი

სალომე ჩელიძე
დაკოპირებულია

მალე გამომცემლობა „სეზანი“ საბავშვო ზღაპარის ფორმატში ქართულ-ფრანგული ოჯახის შვილის, მხატვარ-დიზაინერ სალომე ჭელიძის ისტორიაზე წიგნს გამოსცემს, რომელიც სალომეს ფერწერული ტილოებით იქნება გაფორმებული. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, სალომეს ცხოვრებაში საინტერესო პერიოდია, მისი შემოქმედებით მსოფლიოს ცნობილი გალერეები დაინტერესდნენ.

სალომე ჭელიძე (მხატვარ-დიზაინერი): მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური სწავლება არ მიმიღია, მთელი ცხოვრებაა, ვხატავ. პირველი ყველაზე დიდი მიღწევა მამასთან ერთად ჩვენი ოჯახის რესტორან „გორგასალის“ ინტერიერის დიზაინზე მუშაობა იყო, სადაც ქართული კულტურული მემკვიდრეობა გავაცოცხლეთ, სხვადასხვა დარბაზში ასახულია საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობის ცხოვრება, რაც უცხოელი სტუმრებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესოა. 2005 წელს „გორგასალში“ ვახშამზე ვუმასპინძლეთ ამერიკის პრეზიდენტს – ჯორჯს ბუშს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო.

– ფერწერული ტილოების შექმნა როდის დაიწყეთ?

– ფერწერული ტილოების ხატვა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ვფიქრობ, ჩემი ინსპირაცია ანტონიო გაუდის მოზაიკა იყო, ძალიან ბევრს დავდიოდი ბარსელონას ქუჩებში, შევისწავლე გაუდის არაჩვეულებრივი ფერების წყობა და სტილი და ამან გააღვიძა ჩემში მოზაიკის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი. გადავწყვიტე, ზეთის საღებავებით მეცადა ჩემი შინაგანი ფერთა თამაშის გადმოცემა. რამდენიმე ნამუშევრის შესრულების შემდეგ მეგობარმა მირჩია, ჩემი ფერწერული ტილოები ერთ-ერთ ჯგუფში გამომეფინა, ასეც მოვიქეცი. გაჩნდა დიდი ინტერესი და მეორე დღესვე დამიკავშირდა ადამიანი ლონდონიდან, რომელმაც ჩემი ტილოები გალერეა „დუდალ არტ გალერიში“ გამოფინა. შემდეგ გერმანიიდან ერთმა ადამიანმა დაწერა ჩემ შესახებ ძალიან კარგი წერილი და ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ მოვექეცი. დამიკავშირდა ნიუ-იორკის ჩელსის გალერეა (აგორა), გავუგზავნე ჩემი პორტფოლიო, ძალიან დაინტერესდნენ და ჩემი გაცნობა მოინდომეს. მითხრეს, იმდენად უცხო სტილი გაქვს, ნიუ-იორკში ძალიან კარგად გაიყიდება შენი ნამუშევრებიო, კონტრაქტი გამიფორმეს და ბევრს მუშაობენ, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩემი შემოქმედება. მივიღე მოწვევა და 9 სექტემბერს ნიუ-იორკში იქნება ჩემი გამოფენა, რაც ძალიან მოულოდნელი და ამაღელვებელია ჩემთვის.

გარდა ამისა, ახლახან „არტ გალერიში“ მქონდა ძალიან საინტერესო გამოფენა, რომელსაც ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი – დიეგო კოლასი. ძალიან ემოციურო გამოფენა გამოვიდა, ჩემი წინაპრები საქართველოში მცხოვრები ფრანგები იყვნენ და მათ ძალიან ბევრი ისტორიული მემკვიდრეობა დაუტოვეს საქართველოს. ამ გამოფენით დიდი ფურორი მოვახდინე, გამაწევრიანეს საქართევლს მხატვართა კავშირსა და მხატვართა ლიგაში. გარდა ამისა, მუზეუმში გაიტანეს ჩემი ერთ-ერთი ტილო და მოვხვდი სამხატვრო კატალოგში. ძალიან მომწონდა ქართველი დეივიდ დათუნას ნამუშევრები, რომლებიც ნიუ-იორკში ყველაზე ძვირად იყიდება. მან ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი შემატა თავის პირად კოლექციას. რაც ჩემთვის, ასევე, ძალიან ამაღელვებელი ფაქტია.

– ეს წარმატება, ალბათ, დიდი შრომის ფასად მოვიდა.

– რა თქმა უნდა, ზოგადად, თუ რამეს ხელს ვკიდებ, ბოლომდე ვიხარჯები და მინდა, ყველას ვუთხრა, რომ არასდროს შეეშინდეთ სირთულეების, საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რომ ბევრ შრომას აუცილებლად მოაქვს წარმატება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი