საზოგადოება

რატომ არის კარგი გადაწყვეტილება გზავნილის „საქართველოს ბანკში“ მიღება

№17

ავტორი: სოფი ლორია 14:00 05.05, 2021 წელი

საქართველოს ბანკი
დაკოპირებულია

„საქართველოს ბანკი“ გზავნილების გათამაშებას აგრძელებს. მომხმარებელს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, მოიგოს ბინა „ვივა დეველოპმენტში“. 

ამისათვის კი მხოლოდ ისაა საჭირო, რომ მომხმარებელმა გზავნილი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ არხში – ფილიალში, მობილბანკში, ინტერნეტბანკში, გადახდის აპარატით ან ბანკის სატელეფონო ცენტრში დარეკვით მიიღოს. ამის შემდეგ ის ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და მიეცემა შანსი, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, თვის ბოლოს კი – ბინა „ვივა დეველოპმენტისგან“ დიღმის კომპლექსში.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს მინიმუმ 300 დოლარის (ევროს, რუბლის) ეკვივალენტს ლარში და გამოგზავნილია „ვესტერნ იუნიონის“, „რიკოგრამის“, „მანიგრამის“, „კონტაქტის“, „ინტელექსპრესის“, „ზოლოტაია კორონას“, „უნისტრიმის“ ან „რიას“ მეშვეობით. ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც 1 დღის განმავლობაში, გზავნილის სახით, ყველაზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს. აქციის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 2 გამარჯვებული, ვინც საანგარიშო თვის ბოლოს, ჯამურად, ყველაზე მეტი გზავნილი მიიღო. მათ უკვე გადაეცათ ბინა „ვივა დეველოპმენტის“ დიღმის კომპლექსში. გათამაშება 30 აპრილს დასრულდება. იმისთვის, რომ მოიგოთ ბინა, გააკეთეთ სწორი არჩევანი და გზავნილი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი არხით მიიღეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი