საზოგადოება

„პირამიდა“, „კოშკი“ და „ბუს კვერცხები“ – სახალისო და შემეცნებითი, ეკოლოგიურად სუფთა ქართული სათამაშო ყუთები თქვენი პატარებისთვის

№30

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 05.08, 2022 წელი

პირამიდა
დაკოპირებულია

რამდენიმე წლის წინ ქართულ ბაზარზე გაჩნდა ახალი საბავშვო პროდუქტი „პირამიდა“, რომელიც ძალიან მალე შეიყვარა მომხმარებელმა და ეს გახდა სტიმული პროდუქტის ავტორებისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი, მრავალფეროვანი და საინტერესო ყუთი შეეთავაზებინათ ბავშვებისთვის. დღეს რამდენ პროდუქტს აერთიანებს და კიდევ რა საინტერესო სიახლეებს ჰპირდება მომხმარებელს კომპანია – ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „პირამიდის“ ერთ-ერთი იდეის ავტორი და კომპანიის დამფუძნებელი მანუჩარ ლობჟანიძე გვესაუბრა.

მანუჩარ ლობჟანიძე: გაყიდვების მიმართულებით სხვადასხვა კომპანიებში მუშაობის დიდი გამოცდილება მქონდა, დაახლოებით, ოთხი წლის წინ მე და ჩემს მეგობარს გაგვიჩნდა იდეა, რომელიც მალე მოვიყვანეთ სისრულეში და ასე გაჩნდა ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია.

– როგორ დაიწყო და განვითარდა ,,პირამიდა“?

– თავდაპირველად პატარა პირამიდების წარმოება დავიწყეთ, რამაც ძალიან მოკლე დროში შეაყვარა თავი ჩვენს პატარა მომხმარებლებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაჩნდა ჩვენი პროდუქციის გამრავალფეროვნების საჭიროებაც და ასე შეიქმნა „პირამიდა გოლიათი“, რაც ბევრად უფრო საინტერესო იყო უკვე არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც. მესამე ეტაპი იყო ახალი ქართული პროდუქტი – კოშკი, დეკემბრის თვეში კი გამოვუშვით ჩვენი მესამე პროდუქტი „ბუს კვერცხები“, სადაც ამოდის სათამაშოები და ქართული ანბანი, მაგნიტური პაზლის სახით, სადაც ასახულია, როგორც თანამედროვე, ისე ძველი სტილის ანბანი.

– რა გვხვდება პირამიდებსა და კოშკში?

– მალევე გადავწყვიტეთ შემეცნებითი კუთხითაც წავსულიყავით და პატარა პირამიდაში ჩავდეთ წებოვანი სტიკერები ქართველი მეფეების გამოსახულებით, რისი შეგროვებაც დაიწყეს მშობლებმა ბავშვებთან ერთად, „პირამიდა გოლიათში“ ექსკლუზიურად ჩვენთვის ზალიკო სულაკაურმა დახატა საქართველოს სხვადასხვა კუთხის რუკები, რაც საკმაოდ საინტერესო და მოთხოვნადი გახდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, წებოვანი ქაღალდების სახით, ჩავდეთ ქართული სიტყვების სწორი და არასწორი ვერსიები. რაც შეეხება „კოშკს“, აქაც ზალიკოს დავუკვეთეთ რუკები, „პირამიდა გოლიათსა“ და „კოშკში“ ამოსულ რუკებს შორის ის განსხვავებაა; რომ „კოშკის“ რუკებში ასახულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ციხესიმაგრეები. მუდმივად ორიენტირებული ვართ განვითარებაზე, მივყვებით მსოფლიო დინამიკას და ნებისმიერი სათამაშო, რაც პოპულარული გახდება მსოფლიო მასშტაბით, ავტომატურად ვუკავშირდებით ქარხნებს, ვუკვეთავთ და ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს.

– რა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

– ჩვენი პროდუქტები 3 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა.

– ადგილობრივ კომპანიებთან თუ თანამშრომლობთ და რამდენად უსაფრთხოა თქვენს ყუთებში ამოსული ნივთები ბავშვებისთვის?

– მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სათამაშოების ქარხნები არ არსებობს, მხოლოდ ხელნაკეთი სათამაშოებია და კოშკში აღმოაჩენთ ქართულ ხელნაკეთ ხის სათამაშოებს, ნებისმიერი ჩვენი სათამაშო ეკოლოგიურად სუფთაა, ყველა სათამაშოზე გვაქვს შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ ბავშვებისთვის უსაფრთხოა.

– როცა იწყებდით, მაშინ ეს ახალი და საინტერესო სიტყვა იყო ქართულ ბაზარზე, დღეს რამდენად დიდია კონკურენცია?

– ამ ეტაპზე სერიოზული კონკურენტი არ გვყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ღირსეული კონკურენტი გამოგვიჩნდება და ქართულ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. როგორც კი პირამიდა გახდა პოპულარული, ძირითადად არაქსელურ მარკეტებში მალევე გამოჩნდა ბევრნაირი ბოქსები, რომლებმაც მიისაკუთრეს ჩვენი დიზაინი და მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო დავაც გვაქვს. ვთხოვთ ჩვენს მომხმარებელს, რომ კარგად დააკვირდნენ პროდუქტის ვიზუალს და აუცილებლად მიხვდებიან განსხვავებას.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ჩვენს მომხმარებელს ყოველწლიურად ვთავაზობთ სიახლეებს. ამჟამად კიდევ ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომლის დასრულებასაც სექტემბრის ბოლოს ვვარაუდობთ, თუმცა დეტალებზე წინასწარ საუბრისგან თავს შევიკავებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი