საზოგადოება

ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი კარმენის სამშობლოში

ავტორი: ეკა ტიკარაძე 16:59 04.06, 2021 წელი

ქეთევან ქემოკლიძის
ტრიუმფი კარმენის
სამშობლოში
დაკოპირებულია

ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძის კარმენის სპექტაკლები მისივე სამშობლოში - სევილიაში ტრიუმფით მიმდინარეობს. 30 წლის შემდეგ სევილიის მაესტრნცას ოპერაში კარმენი სწორედ ქართველი მომღერალით დაბრუნდა.

მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველმა შემსრულებელმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ის გამოსახეს არა მარტო ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის „ოპერა აქტუალის” ყდაზე, არამედ ასევე აღიარეს „კვირის არტისტად”.

კარმენის ეს თანამედროვე დადგმა ეკუთვნის ესპანელ რეჟისორს კალიქსტო ბიეიტოს, რონელიც წარმატებით იდგმევა მსოფლიოს წამყვან სცენებზე. აღსანიშნავია, სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი ანუ ტალი.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით ფლამენგოს რიტმში დააჯილდოვა (las palmas de bulerías), რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი